სვიატოსლავ შევჩუკმა ფანარიონს უნიატების დედა-ეკლესია უწოდა
უბკე-ს მეთაურმა განაცხადა, რომ მისი კონფესიის რწმენა და საღვთისმეტყველო ტრადიციები გამომდინარეობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან.
უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა, რომ უნიატები ბერძნები არ არიან, მაგრამ თავისი რწმენა და საღვთისმეტყველო ტრადიციები აქვთ ბიზანტიიდან, ამიტომ კონსტანტინოპოლი მათთვის არის დედა-ეკლესია.
საერთო რელიგიური ურთიერთობების ასეთი მოულოდნელი განსაზღვრება ახსნა თეზისით, რომელსაც უკვე არაერთხელ ცდილობს გაავრცელოს მასებში- რომ უბკე სათავეს იღებს 988 წელს, როდესაც წმინდა თავადმა ვლადიმირმა გააქრისტიანა კიევის რუსეთი.
"ეს (რუსეთის გაქრისტიანება-რედ.) მოხდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დიდ განხეთქილებამდე, რომელმაც აღმოაცენა კათოლიკური და მართლმადიდებული ეკლესიები, მოუთხრო მან ბრაზილიურ გამოცემას «Gazeta do Povo». ჩვენ მივიღეთ ჩვენი რწმენა კონსტანტინოპოლიდან, და ამ დედა-ეკლესიიდან წარმოიშვა ჩვენი იდენტობა, ჩვენი ტრადიციები და ჩვენი წეს-ჩვეულებები, რომლებიც მოიცავს არამარტო ცერემონიებს, არამედ საღვთისმეტყველო და ლიტურგიკულ ტრადიციებს, ჩვენს კულტს და ეპისკოპოსების კანონიკურ მემკვიდრეობას".
გამოცემის საიტზე ეს სტატია განთავსებულია ფასიან წვდომაში, და უბკე-ს ოფიციალურ საიტზე ის გამოაქვეყნეს მხოლოდ ინგლისურენოვან ვერსიაში.
ადრე მჟკ იუწყებოდა, რომ უბკე-ში მიიღეს განახლებული "ეკუმენური კონცეპცია".