საქმეთა მმართველი: უკრაინის გამო მართლმადიდებლობა განხეთქილების ზღვარზეა

26 November 2021 22:30
37
უმე-ის საქმეთამმართველი , ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი(პაკანიჩი). ფოტო: rusk.ru უმე-ის საქმეთამმართველი , ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი(პაკანიჩი). ფოტო: rusk.ru

ეკლესია გამოსავალს ეძებს, რათა ნამდვილად  არ დაუშვას დიდი განხეთქილება, თქვა მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი).

მართლმადიდებელი ეკლესია  უკრაინაში სიტუაციის გამო დიდი განხეთქილების ზღვარზე იმყოფება , თვლის ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი, უმე-ს საქმეთა მმართველი ანტონი (პაკანიჩი). იერარქის კომენტარი გამოაქვეყნა  «Перший Козацький»-მ.

"მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია დგას დიდი კრიზისის წინაშე,- თქვა მიტროპოლიტმა ანტონმა, ახსნა რა ამოცანები კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარებულ კონფერენციაში: "ეკლესიის  ერთობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები". - და დღეს ჩვენ ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ  დიდი განხეთქილების ზღვარზე სიტუაცისს გამო უკრაინაში- იმ არასამართლებრივ, ანტიკანონიკურ ქმედებებით, რაც ჩაიდინა პატრიარქმა ბართლომემ უკრაინელი სქიზმატიკოსების მიმართ. ამიტომ მართლმადიდებელი ეკლესია ეძებს გამოსავალს, რათა არ დაუშვას გადასვლა ამ ზღვარს იქეთ და არ წარმოიშვას დიდი განხეთქილება".

ეკლესია ეძებს პასუხს თავის ისტორიაში, განმარტა იერარქმა.

მან განაცხადა, რომ სამეცნიერო ფორუმზე, რომელიც ჩატარდა კსას-ში, მონაწილეობა მიიღეს თერთმეტი ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლებმა. წარმოდგენილი მოხსენებები მიეძღვნა ისტორიულ ანალიზს: როგორი პრეცედენტები იყო განხეთქილების მიმართ, მართლმადიდებელ ეკლესიაში სქიზმატიკოსებს როგორ ღებულობდნენ ევქარისტიული ურთიერთობებისთვის, და ასევე კანონიკური საფუძვლები, რომლების ეკლესიის საძირკველია და რომელიც დაარღვია კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ, უკრაინელი სქიზმატიკოსებისთვის ე.წ. ტომოსის გადაცემით.

ადრე უმე-ს საქმეთა მმართველმა განმარტა, რომ ადგილობრივ ეკლესიებს შეუძლიათ გაიყონ  და გახდნენ ისინი, ვინც დარჩება მართლმადიდებლობის ერთგული, და ისინი, ვინც გახდება ეკლესიის სიმულიაკრის ნაწილი.

ასევე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტ ანტონის აზრით, კრიზისი მსოფლიო მართლმადიდებლობაში შეიძლება გადაილახოს მთელი მართლმადიდებლობის კრების მოწვევის მეშვეობით, რომლის წინააღმდეგ გამოდის ფანარიონი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ