ზაკინფის მორწმუნეების აზრით, 14 მღვდლის ჩამოშორება „სატანისტური ხერხია“

24 November 2021 16:04
49
ზაკინფის მიტროპოლიტი დიონისე. ფოტო: vimaorthodoxias.gr ზაკინფის მიტროპოლიტი დიონისე. ფოტო: vimaorthodoxias.gr

მორწმუნეები თვლიან, რომ მიტროპოლიტ დიონისეს ქმედებამ, რომელმაც 14 არავაქცინირებული მღვდელი მსახურებას ჩამოაშორა, „მრევლის სულიერი სიმშვიდე დაარღვია“.

საბერძნეთის კუნძულ ზაკინფის მორწმუნეები თვლიან, რომ მიტროპოლიტ დიონისეს მიერ ეპარქიის 14 მღვდლის ღვთისმსახურებას ჩამოშორება, რომლებმაც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარი თქვეს - ეს „სატანისტური ხერხია“, იუწყება გამომცემლობა «Вима Ортодоксия».

იმ მღვდლების მომხრეებმა, ვინც ვაქცინაციაზე უარი თქვა, ქალაქ ზაკინტოსის ქუჩებში ქაღალდები გაავრცელეს, რომლებშიც აზრი გამოთქვეს ღვთისმსახურებებიდან მღვდლების ჩამოშორების შესახებ.

თავის ტექსტში ისინი ბრალს დებენ ზაკინფის მიტროპოლიას „არაადამიანურ და უკანონო ქმედებებში“, იმაში, რომ მიტროპოლიტ დიონისეს ქმედებამ „მრევლის სულიერი სიმშვიდე დაარღვია“.

გამომაცემლობა ERT-ის ინფორმაციით, მორწმუნეებმა ზაკინფის მიტროპოლიის გადაწყვეტილებას და ქმედებებს „სატანისტური“ უწოდეს. აგრეთვე იუწყებიან, რომ კუნძულზე შექმნილი სიტუაცია რთულია, რადგან თუ 14 მღვდელი არ შეცვლის გადაწყვეტილებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ვერავის ვერ იპოვიან მათ მაგივრად, ზაკინფის სამრევლოებში და სოფლებში ბევრი პრობლემა შეიქმნება, რადგან საშობაოდ მღვდლებისა და მსახურებების გარეშე დარჩებიან.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ელადის იერარქმა მსახურებას 14 არავაქცინირებული მღვდელი ჩამოაშორა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ