სოფელ პოსტოინოეში ააშენებენ ახალ ტაძარს მეუ-ს მიტაცებულის სანაცვლოდ
უმე-ს ტაძარი სოფელ პოსტოინოეში მიტაცებულ იქნა მეუ-ს მიერ ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების მხარდაჭერით 2019 წლის 2 აპრილს.
როვენის ოლქის კოსტოპოლისკის რაიონის სოფელ პოსტოინოეში სარნენისა და პოლესკის მიტროპოლიტმა ანატოლიმ აკურთხა ადგილი უმე-ს ახალი ტაძრის აშენებისთვის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე და ჩაყარა საფუძველი, იუწყება მჟკ-ს კორესპოდენტი.
მიწის ნაკვეთი ახალი ტაძრის ასაშენებლად პეტრეპავლეს სამრევლომ შეიძინა საკუთარი სახსრებით, მოგროვილი თანხით ჩაასხეს და ააშენეს ფუნდამენტი.
მიტროპოლიტმა ანატოლიმ მორწმინეებისადმი თავის სიტყვაში, რომლებმაც ორნახევარი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მეუ-ს მომხრეებმა წაართვეს ეკლესია, გადაიტანეს მრავალი ლანძღვა, აღნიშნა მათი სიმტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვაში.
„მე თქვენით ვამაყობ, თქვენ ხომ მონახეთ ძალა გაუძლოთ, მოითმინოთ და ახლა აშენებთ ტაძარს წმინდა ვლადიმირის სახელზე, წინაპართა რწმენის სახელით. დაე ტაძარი კურთხეულ იყოს უფლის სახელით და მათი რწმენის გვირგვინით, ვინც დარჩა დედა ეკლესიის ერთგული“,-თქვა მიტროპოლიტმა ანატოლიმ.
შეგახსენებთ, უმე-ს ტაძარი სოფელ პოსტოინოეში მიტაცებულ იქნა მეუ-ს რეიდერების მიერ ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების მხარდაჭერით ყველა დონეზე 2019 წლის 2 აპრილს. მაშინ ბოქლომების მოჭრა განხორციელდა სამართალდამცველების მხარდაჭერის უზრუნველყოფით. სოფელში შიდასარწმუნოებრივი კონფლიქტი გაგრძელდა დიდხანს, არაერთი მეუ-ს მორწმუნე იქნა ნაცემი, აგრესიის შემთხვევებზე წერდა მჟკ.
როგორც ადრე მჟკ წერდა, პოსტოინოეში ტაძრის სამრევლომ განაცხადა, რომ სოფელში განხეთქილება წარმოიშვა ტომოსის შემდეგ.