საბერძნეთმა აუკრძალა არავაქცინირებულებს ტაძარში შესვლა PCR ტესტის გარეშე
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საბერძნეთის ეკლესიის სტრუქტურებმა უნდა შეამოწმონ მორწმუნეებს აქვთ თუ არა კოვიდ ვაქცინაცია ან უარყოფითი ტესტი.
2021 წლის 22 ნოემბრიდან საბერძნეთის ხელისუფლებამ აუკრძალა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არავაქცინირებულ მორწმუნეებს ეწვიონ საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს უარყოფითი PCR ტესტის გარეშე, ნათქვამია ORTHODOXIA INFO ვებსაიტზე, პრემიერ მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებაზე დაყრდნობით.
ამავდროულად, ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ტაძარში კოვიდ ვაქცინაციის ან უარყოფითი ტესტის გარეშე არ შესვლა გათვალისწინებულია საბერძნეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას სახელმწიფო ორგანოების გარდა ბმე-ის სტრუქტურებიც გააკონტროლებენ. „რაც შეეხება საეკლესიო მსახურებას, ვიმეორებ, მორწმუნეებმა, რომლებიც არ აცრილან, უნდა წარადგინონ უარყოფითი ლაბორატორიული ტესტი. ბოლოს და ბოლოს, გასათვალისწინებულია წმიდა სინოდის გადაწყვეტილება, რომელზეც ზედამხედველობა ახლა მის ორგანოებს და სახელმწიფოს ევალება“, - განაცხადა მიცოტაკისმა.
6 ნოემბერს ახალი შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საბერძნეთში აიკრძალა თითქმის ყველა დაწესებულების მონახულება ვაქცინაციის ან PCR ტესტის გარეშე, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, აფთიაქებისა და ტაძრებისა. ამავდროულად, რამდენიმე ბერძენი პოლიტიკოსი ითხოვდა აკრძალვის გავრცელებას ღვთისმსახურებაზე დასწრებაზე.
როგორც მჟკ იტყობინებოდა, ბმე-ის სინოდმა მოუწოდა ხალხს ეკლესიებში მისვლა ვაქცინაციის ან ტესტის ჩაბარების შემდეგ.