მიზოვოში აკურთხეს უმე-ს ახალი ტაძარი, რომელიც აშენდა მიტაცებულის ნაცვლად
მიტროპოლიტმა ვლადიმერმა მიზოვოში, მეუ-ს რეიდერების მიერ მიტაცებული ტაძრის ნაცვლად აშენებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კურთხევის წესი აღასრულა.
2021 წლის 13 ნოემბერს ვლადიმერ-ვოლინისა და კოველის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა აღასრულა ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძრის კურთხევა, რომელიც მეუ-ს რეიდერების მიერ მიტაცებულის ნაცვლად ვოლინის ოლქის სტაროვიჟოვის რაიონის სოფელ მიზოვოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა ააშენეს, იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
ტაძარი ააშენეს სამუშაოების დაწყებიდან 9 თვის განმავლობაში. კათედრისა და ახალი ეკლესიის კურთხევის შემდეგ, მიტროპოლიტმა ვლადიმერმა, ეპარქიის სამღვდელოების თანამსახურებით, აღავლინა საღმრთო ლიტურგია. მღვდელმთავარმა მრევლს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ანატოლი მაცელიკს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მიულოცა, აგრეთვე საეკლესიო ჯილდოები მიანიჭა მეცენატებსა და მშენებლობაში აქტიურად მონაწილე მორწმუნეებს.
შეგახსენებთ, რომ რეიდერების შეტევა ტაძარზე 2019 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც ადგილობრივ მაცხოვრებელთა კრებაზე, რომელშიც მონაწილეობდა გაერთიანებული ტერიტორიული თემის უფროსი ვ.ი. სემენიუკი, შედგა კენჭის ყრა უმე-ს ადგილობრივი რელიგიური თემის მეუ-ში გადასვლის თაობაზე. უმე-ს მორწმუნეებმა, რომლებმაც დაკარგეს ტაძარი, ახალი ტაძრის აშენება გადაწყვიტეს და უკვე ერთი წლის შემდეგ ახალი ტაძრის საძირკველი აკურთხეს.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ვოლინზე უმე-ს თემმა, მიტაცებული ტაძრის ნაცვლად, 9 თვეში ახალი ტაძარი ააშენა.