რმე-ში განაცხადეს, რომ სამოქალაქო ქორწინებაში მყოფნი ვერ შეძლებენ ზიარებას

17 November 2021 19:55
20
მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: iz.ru მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: iz.ru

ის, ვინც ცხოვრონს დაურეგისტრირებელი თანაცხოვრებით, არ უნდა იქნენ დაშვებული ზიარებისთვის, აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი).

სამოქალაქო ქორწინებაში მყოფნი ვერ შეძლებენ ზიარებას. ამაზე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო კავშირის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა(ალფეევი) თქვა გადაცემაში "ეკლესია და სამყარო" შაბათს, 13 ნოემბერს.

მან დააზუსტა, რომ დღეს გამოთქმა "სამოქალაქო ქორწინება" გამოიყენება ორი მნიშვნელობით.

"თუ საუბარი მიდის ქორწინებაზე, რომელიც დარეგისტრირებულია ქორწინების სახლში, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, მაგალითად იმიტომ, რომ ქმარი არ არის მორწმუნე, და თქვენ ჯვარს ვერ დაიწერთ, მაშინ არავითარი წინააღმდეგობა რომ თქვენ ეზიაროთ, არ არის, თქვა რმე-ს იერარქმა, როდესაც უპასუხა გადაცემის მონაწილეს შესაბამის შეკითხვაზე. და თუ სამოქალაქო ქორწინების ქვეშ იგულისხმება არარეგისტრირებული თანაცხოვრება, და  ჩვენს დროში ამ გამოთქმას რატომღაც ხშირად იყენებენ ზუსტად არარეგისტრირებულ თანაცხოვრებასთან მიმართებაში, მაშინ თქვენ ვერ იქნებით დაშვებული ზიარებაზე მანამ, სანამ არ დააკანონებთ თქვენს ქორწინებას".

მიტროპოლიტმა ილარიონმა შეახსენა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თვლის სრულყოფილ ქორწინებად იმას, რომელიც  ჯვრისწერის საიდუმლოთი არის ნაკურთხი. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, მაგალითად, ერთ-ერთ მხარე ქორწინებაში არ მიეკუთვნება მართლმადიდებელ სარწმუნოებას, "მოქმედებს წესი, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულ პავლეს მიერ არის ფორმულირებული: "ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება,ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან".

ადრე რმე-ში შეახსენეს სამოქალაქო ქორწინების მიუღებლობაზე და მოუწოდეს, არ ჩაითვალოს ის ცხოვრების ნორმად.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ