მს სსკგ: პატრიარქ ბართლომესგან ჩვენ არაფერი მიგვიღია, გარდა განხეთქილებისა
ფანარიონის მათაურმა განხეთქილების გამოსწორების სახით ახალი განხეთქილების ლეგალიზება მოახდინა, აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების (მს სსკგ) თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) ტელეარხ «Россия 24» -ს გადაცემაში „ეკლესია და სამყარო“ განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას პატრიარქ ბართლომესგან არაფერი მიუღია, გარდა განხეთქილებისა.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, საიდან მივიღეთ მერთლმადიდებლური რწმენა - კონსტანტინოპოლიდან მივიღეთ, მაგრამ პატრიარქი ბართლომე სულაც არ მონაწილეობდა ამაში. მისგან მართლმადიდებლური რწმენა არ მიგვიღია და არც სხვა არაფერი კარგი - მხოლოდ განხეთქილება, რომელიც მან პირდაპირ ჩვენი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე განახორციელა“, - ყვებოდა მიტროპოლიტი ილარიონი.
„განხეთქილების გამოსწორების სახით პატრიარქმა ბართლომემ განხეთქილების ლეგალიზება მოახდინა, ახლა კი ის ყველას იძულებას ცდილობს, რომ აღიარონ ეს უკანონობა და ანტიკანონიკური ქმედება. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი „უფროსი ძმა“, რომელიც არაფრად არ მიიჩნევს მართლმადიდებლურ კანონებს და მართლმადიდებლურ ერთობას“, - დაამატა მს სსკგ-ის თავმჯდომარემ.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, პატრიარქმა ბართლომემ ათონზე ვიზიტი ბერებს შორის COVID აფეთქების გამო გადაიტანა.