რომ არ იტანჯებოდეს ხალხი პირბადით:ემე-ს იერარქმა ბრძანა წირვის შემცირება
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა მოითხოვა, რომ დილის მსახურება დაიწყოს 8 საათზე, საღვთო წირვა 9-ზე საათზე.
2021 წლის 9 ნოემბერს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ელეფტერუპოლის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომმა (ავაიანოსი) გაუგზავნა თავისი ეპიარქიის მღვდლებს ცირკულიარი, რომელშიც უბრძანა ღვთისმსახურების დროის შემცირება, იუწყება ბერძნული გამომცემლობა «Вима Ортодоксия».
მიტროპოლიტმა ქრიზოსტომმა მოითხოვა, რომ მღვდლებმა და კლირიკებმა კორონავირუსის გამო შეამცირონ საღვთო ლიტურიის დრო და საღამოს მსახურება, იმიტომ რომ "ქრისტიანებმა დამცავ პირბადეებში დიდხანს არ იტანჯონ".
ცირკულარის თანახმად, დილის მსახურება უნდა დაიწყოს დილის 8 საათზე, საღვთო წირვა 9-ზე, ხოლო მისი დასრულება უნდა იყოს "აუცილებელი" 10-ზე.
ვაქცინის განხილვით "როგორც ბოლო საშუალების და იარაღის საშინელი პანდემიის წინააღმდეგ" და "სახელმწიფოს სულისშემძვრელი და სამართლიანი მოწოდების მოსმენით და წმინდა სინოდის თბილი მამობრივი თხოვნით" მიტროპოლიტმა მოუწოდა ყველა მორწმუნეს "სასწრაფოდ" მივიდნენ ვაქცინაციის ცენტრში.
ადრე მჟკ წერდა, რომ ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ელეფტერუპოლის მიტროპოლიტმა ქრიზოსრომმა (ავაიანოსი) თავისი ეპარქიის მღვდლებს გაუგზავნა ცირკულიარი, რომელშიც ყოველ კლირიკოსს დაავალა კოვოდისგან აიცრა ერთი კვირის განმავლობაში.