თქვენ კვირა გაქვთ, რათა აიცრათ,-ემე-ს იერარქი თავის მღვდლებს

13 November 2021 20:50
187
მიტროპოლიტი ქრიზოსტომი (ცენტრში) მღვდელებთან ერთად. ფოტო: poimin.gr მიტროპოლიტი ქრიზოსტომი (ცენტრში) მღვდელებთან ერთად. ფოტო: poimin.gr

კლირიკები, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, ელადის ეკლესიის იერარქი  " თავისი წმინდა მისიისათვის უღირს და  არაადამიანურ ელემენტებად" თვლის.

2021 წლის 9 ნოემბერს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის  ელეფტერუპოლის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომმა (ავაიანოსი)  გაუგზავნა თავისი ეპარქიის მღვდლებს ცირკულიარი, რომელშიც ყოველ მღვდელს დაავალა ერთი კვირის განმავლობაში გაიკეთონ აცრა, იუწყება ბერძნული გამომცემლობა  «Вима Ортодоксия».

მღვდლები, რომლებიც არ შეასრულებენ განკარგულებას, მიტროპოლიტმა აღუთქვა დასჯა ეკლესიური თანამდებობიდან გადაყენებით, გააფრთხილა, რომ ასევე მკაცრად დასჯის ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელიც რაიმე გზით შეეცდება ვაქცინაციისგან დააბრკოლოს თავისი მრევლი .

"ჩვენ უკვე ვთვლით მას თავისი კურთხეული მისიის უღირსად და ამავე დროს ანტისაზოგადოებრივ და არაადამიანურ ელემენტად",- ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ქრიზოსტომმა.

იერარქმა მოუწოდა იმ მღვდელმსახურებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ვაქცინირებულები,  "სასწრაფოდ გაიქცნენ ვაქცინაციის ცენტრებში და გააკეთონ ეს" უახლოესი კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვედურის გარდა მათ ელოდება საეკლესიო თანამდებობების დატოვება, როგორებიცაა: ეკონომები, პროტოპრესვიტერები, არქიმანდრიტები. გარდა ამისა, მათ აეკრძალებათ აღსარების მიღება.

ადრე მჟკ წერდა, რომ ემე-ს სინოდმა მიუწოდა ტაძრებში სიარული ან აცრით, ან ტესტით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ