გაეროს ადამაინის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოითხოვა უმე-ს მორწმუნეთა დაცვა
გაეროს აუკ-მა აღიარა უმე-ს უფლებათა დარღვევის ფაქტი და უკრაინის მორწმუნეთა და მათი ტაძრების ძალადობისგან და ვანდალიზმისგან დაცვისკენ მოუწოდა.
2021 წლის 11 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა (გაეროს აუკ) გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან საერთაშორისო მოვალეობების შესრულების თაობაზე, სადაც გამოთქვა შეშფოთება უმე-ს მორწმუნეთა უფლებების დარღვევაზე უწყებების გამო. ამის შესახებ იუწყება აო «Public Advocacy» („სამოქალაქო სამართალდაცვა“).
კერძოდ, უკრაინის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი: „კომიტეტი შეშფოთებულია უწყებებით ძალადობის, დაშინების, ვანდალიზმის აქტების შესახებ კულტის ადგილმდებარეობასთან მიმართებით, ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ახლადშექმნილ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში გადასვლის პროცესთან დაკავშირებით. კომიტეტი აგრეთვე შეშფოთებულია ამ ინციდენტებთან დაკავშირებული პოლიციის უმოქმედობისა და წევრი-სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გამოძიებების შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო (სტატია 18)“.
ამასთან დაკავშირებით, გაეროს აუკ უკრაინის სახელმწიფოს რეკომენდაციას აძლევს ეფექტურად უზრუნველყოს რელიგიისა და შეხედულებების თავისუფლება, მათ შორის კულტის ადგილმდებარეობების დაცვა ძალადობისგან, დაშინებისგან და ვანდალიზმის აქტებისგან, აგრეთვე უზრუნველყოს ძალადობის ყველა შემთხვევის ზუსტი და ოპერატიული გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.
აო-ის „საზოგადოებრივი სამართალდაცვის“ ხელმძღვანელმა ოლეგ დენისოვმა კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას უკრაინაში უმე-ს რელიგიური ორგანიზაციებისა და მორწმუნეების მიმართ უკანონობაზე საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების რეაქციის დადებითი ფაქტი უწოდა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკია გაეროს სისტემის ორგანიზებაზე, რომელსაც საერთაშორისო სამართლის სისტემაში მაქსიმალურად მაღალი იურიდიული სტატუსი გააჩნია, საერთაშორისო დონეზე კი „არ არსებობს საერთაშორისო კრიტიკის უფრო დამაჯერებელი საშუალებები, ვიდრე ის, რაც ხდება უკრაინაში უმე-ს მორწმუნეებთან მიმართებით“.
„ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებას იმპერატიული ფორმით მიანიშნებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მის მიერ გატარებული პოლიტიკის მიუღებლობაზე. მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს უწყობენ აგრეთვე ფეიკ-ინფორმაციის უარყოფას უმე-ს თემების თითქოს ტოტალურ „ნაბაყოფლობით“ გადასვლებზე სხვა კონფესიებში. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სისტემაში ინფორმაციის გავრცელება, როგორც წესი, უფრო დიდ დროს მოითხოვს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი არის ყველაზე სისტემური ორგანო საერთაშორისო ორეგანიზაციებში ინფორმაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ანგარიშის განხილვის ჭეშმარიტად მოქმედი პროცედურებით“, - აღნიშნა სამართალდამცავმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ გაეროში ყვებოდნენ უკრაინის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში უმე-ს მორწმუნეთა ნეგატიური სახის ფორმირებაზე და რელიგიური თემების უფლებების დარღვევაზე კანონის ე.წ. სახელის გადარქმევის გამო.