ფორუმზე უმე-ს და სხვა ეკლესიების 20-ზე მეტი მომხსენებელი გამოვიდა
უმე-ს ონლაინ კონფერენცია, რომელშიც ცხრა ქვეყნიდან შვიდი ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მიეძღვნა ეკლესიაში პირველობისა და კრებითობის საკითხებს.
საერთაშორისო კონფერენციაში „ეკლესიის კრებითობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები“, რომელიც შედგა 2021 წლის 11 ნოემბერს კიევო-პეჩერის მიძინების ლავრაში, მონაწილეობა მიიღო უმე-ს და სხვა ეკლესიების 21 მომხსენებელმა, იუწყება კსადას-ის პრეს-სამსახური.
კონფერენციის მუშაბას უძღვებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ მძიმე კრიზისის კრებითი განხილვის აუცილებლობას, რომელმაც მსოფლიო მართლმადიდებლობა განხეთქილების ზღვრამდე მიიყვანა.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ცხრა ქვეყნის შვიდი ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლებმა: ანტიოქიის, რუსული, სერბეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის. ღონისძიებებში აგრეთვე მონაწილეობდნენ რვა სასულიერო სასწავლებლის წარმომადგენლები უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან და მომხსენებლები საზღვარგარეთ მდებარე 4 უმაღლესი სასწავლებლიდან.
პლენარულ ნაწილში წაიკითხეს მოხსენებები:
- „ეკლესიის კრებითობა თანამედროვეობის გამოწვევების წინაშე“ - უმე-ს საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი;
- „ეკლესიის ერთიანობის საღვთისმეტყველო-ლიტურგიკული განზომილება“ - ვროცლავისა და შჩეცინის არქიეპისკოპოსი გიორგი, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
- „ხელდასხმების აღიარების საკითხი, რომლებიც შესრულდა განხეთქილების თემებში, საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული ასპექტები“ - კსადას-ის რექტორი, ბელოგოროდსკის ეპისკოპოსი სილვესტრი.
კონფერენციის მეორე ნაწილში მონაწილეობდა 19 მომხსენებელი, აქედან 11 დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით.
წაკითხული იყო შემდეგი მოხსენებები:
- „კრებითობა როგორც საღვთისმეტყველო და კანონიკური კატეგორია“ - ლოვჩანსკის მიტროპოლიტი გაბრიელი, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
- „ეკლესიის კრებითობის ანთროპოლოგიური საფუძვლები“ - ზაპოროჟიეს და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა;
- „პირველობა და სინოდალურობა პრაქტიკაში: ფუნდამენტური დონე. მოკლე თემატური კვლევა სამრევლო და ეპარქიულ დონეებზე ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედი წესდების შესაბამისად“ - მიხალოვსკისა და კოშიცკის არქიეპისკოპოსი გიორგი, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
- „კრებითობა და პირველობა: ურთიერთმოქმედების პრინციპები და გაერთიანების გამოწვევები თანამედროვე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში“ - ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი;
- „სრულყოფილების კავშირი: სიყვარულში ქმედება წმინდა კრებაზე“ - არქიმანდრიტი რომანოზი ალჰანატი, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია;
- „კონსტანტინოპოლის პატრიარქის ექსტერიტორიალური აპელაციის კრიტიკა წმ. დოსითეოს იერუსალიმელის მიერ“ - იღუმენი დიონისე (შლენოვი), მოსკოვის სასულიერო აკადემიის დოცენტი;
- „ეკლესიის ერთობის წყარო და პირობები“ - არქიმანდრიტი ანასტასი (ბედნიკოვი), ოდესის სასულიერო სემინარიის პრორექტორი აღმზრდელობით დარგში;
- „ჰალკიდონის კრების 28 კანონის უარყოფითი რეცეპცია რომის ეკლესიის მიერ მე-5 საუკუნეში“ - ანდრია დანილოვი, ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ინსტიტუტის რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგე და მინსკის სასულიერო აკადემიის პედაგოგი;
- „მე-4 მსოფლიო კრების 28-ე კანონი: საღვთისმეტყველო და კანონიკური ასპექტები“ - დეკანოზი გიორგი გალუშკო, ჩერნიგოვის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი;
- „საეკლესიო-კანონიკური პოლემიკა უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო ინსტანციის უფლებაზე მოსკოვის პატრიარქ ნიკონის საქმეში“ - მღვდელი სერგი პინჩუკი, მინსკის სასულიერო აკადემიის ასპირანტი;
- ორი ეკლესიოლოგიური მოდელი: ეკლესიის ერთიანობის ხედვა“ - მღვდელი მიქაელ ლეგეევი, სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დოცენტი;
- „ავტოკეფალური ეკლესიების სამყარო: ერთიანობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული“ - ანდრია ცარენოკი, ტ. შევჩენკოს სახ. ნაციონალური უნივერსიტეტის „ჩერნიგოვის კოლეგიუმის“ ფილოსოფიისა და კულტუროლოგიის კათედრის დოცენტი და ჩერნიგოვის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი;
- “დედა-ეკლესია“ და „კირიარქული ეკლესია“: შინაარსი და ცნებათა გამიჯვნა“ - მღვდელ-მონაზონი მიტროფანე (ბოჟკო);
- „კრებითი გაუცხოვება: უძველესი აღმოსავლეთის ეკლესიების გამოყოფა როგორც მსოფლიო კონსტანტინოპოლის ეკლესიის ძალაუფლების წარუმატებელი გამოვლენა“ - დეკანოზი ანდრია უხტომსკი, კსა-ის დოცენტი.
- „კონსატანტინოპოლის პატრიარქის უფლებები: კანონები და რეალობა“ - იური პეტროლიუკი, პოლტავის მისიონერული სასულიერო სემინარიის პედაგოგი;
- „განხეთქილების ორგანიზაციების მოღვაწეობა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე „უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის“ შექმნის შემდეგ“ - კსა-ს ასპირანტი ნიკოლაი საპსაი;
- „კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს კიევში გამოსვლების საღვთისმეტყველო-კანონიკური ანალიზი (2021 წლის 21 და 22 აგვისტო)“ - ანდრეი სტრატიუკი, პოჩაევოს სასულიერო სემინარიის პედაგოგი.
მჟკ წერდა, რომ საერთაშორისო ფორუმი ორგანიზებული იყო კიევის სასულიერო აკადემიის მიერ უმე-ს წმინდა სინოდის 2021 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების შესრულების თანახმად.