ა.პაკანიჩი: ეკლესია ერთობის პრინციპს უპირისპირებს ფანარიონის სწავლებას

13 November 2021 12:04
32
Митрополит Антоний. Фото: facebook.com/MitropolitAntoniy Митрополит Антоний. Фото: facebook.com/MitropolitAntoniy

მიტროპოლიტ ანტონის აზრით, მსოფლიო მართლმადიდებლობაში კრიზისის დაძლევა შესაძლებელია სრულიად სამართლმადიდებლო კრების მოწვევით, რომლის წინააღმდეგ გამოდის ფანარიონი.

2021 წლის 11 ნოემბერს უმე-ს საქმეთა მმართველმა,  ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) განაცხადა, რომ ეკლესია  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პირველობის შესახებ სწავლებას  უნდა დაუპირისპირდეს ერთობის პრინციპით, იუწყება 112ua.tv.

კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობისას, თემაზე "ეკლესიის ერთობა:საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები", მიტროპოლიტმა ანტონმა თქვა, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობაში კრიზისის დაძლევა შესაძლებელია სრულიად მართლმადიდებლობის კრების მოწვევით, რომლის წინააღმდეგ გამოდის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო.

"მსოფლიო ეკლესიაში პირველობის შესახებ სწავლება, რომლის ფორმულირებას ახდენენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ღვთისმეტყველები, ჩვენთვის არის მიუღებელი. ეს სწავლება გახდა სერიოზული საშიშროება მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთობისთვის. პირველობის მცნების ასეთი გაგების პრაქტიკაში რეალიზაციას მიჰყავს  საეკლესიო მმართველობაში ერთობის საფუძველის განადგურებისკენ", განაცხადა ეპისკოპოსმა.

მიტროპოლიტ ანტონის აზრით, თანამედროვე კრიზისი მსოფლიო მართლმადიდებლობაში ეს არის ერთობის კრიზისი, და "თვით  ეკლესიის ერთიანი მოწყობილობის პრინციპი, რომელიც ჩვენთვის ნათლადაა ნაჩვენები ახალ აღთქმაში, საშიშროების ქვეშ დგას".

"დღეს ჩვენ გვჭირდება დავუბრუნდეთ საეკლესიო ერთობის სამოციქულო გაგებას, როგორც განსაკუთრებულ საშუალებას ღვთიური ჭეშმარიტების გაცნობიერებაში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ზუსტად ერთობაში განსაკუთებულად მოქმედებს სული წმინდის მადლი, რომელიც ეკლესიას  ყოველგვარ ჭეშმარიტებას შეაგონებს. და დღეს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია აღმოჩნდა მძიმე კრიზისში, ჩვენთვის აუცილებელია უშიშრად და მთელი პასუხისმგებლობით  მოვიშველიოთ ეს გადამრჩენი საშუალება, რათა მოინახოს გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან",-განაცხადა უმე-ს საქმეთა მმართველმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ პოლონეთის ეკლესიის მეთაურის აზრით, მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილების გადასაწყვეტად საჭიროა სრულიად მართლმადიდებლური დიალოგი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ