აუცილებელია სრულიად მართლმადიდებლური დიალოგი,- პოლონეთის ეკლესიის მეთაური

13 November 2021 11:28
39
არქიეპისკოპოსმა გიორგიმ (პანკოვსკი) წაიკითხა ვარშავის მიტროპოლიტ საბას მისალმება კონფერენციაზე კიევში. ფოტო: скриншот трансляции Київська Духовна Академія არქიეპისკოპოსმა გიორგიმ (პანკოვსკი) წაიკითხა ვარშავის მიტროპოლიტ საბას მისალმება კონფერენციაზე კიევში. ფოტო: скриншот трансляции Київська Духовна Академія

პოლონეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღნიშნეს, რომ ე.წ. "უკრაინული განხეთქილება" გავიდა უკრაინის საზღვრებს გარეთ და  მთელ მსოფლიო მართლმადიდებლობას შეეხო.

მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სრულიად მართლმადიდებლობის დიალოგი, და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ძალებით ცდილობს  ხელი შეუწყოს მას. ამაზე ნათქვამია  ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის საბას მისასალმებელ სიტყვაში საერთაშორისო კონფერენციის "ეკლესიის ერთობა: საღვთისმეტყველო, კანონიკურ და ისტორიულ გამზომილებებში" ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი  .

პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის სიტყვა უმე-ს ფორუმზე კიევში წაიკითხა ვარშავაში(პოლონეთი)  ქრისტიანობის საღვთისმეტყველო აკადემიის რექტორმა, ვროცლავისა და შჩეცინის არქიეპისკოპოსმა გიორგიმ (პანკოვსკი).

"კონფერენციის თემა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღევანდელ დროს, კრიზისის გათვალისწინებით, რომელიც  წარმოიშვა მსოფლიო მართლმადიდებლობაში,- მიუთითა მიტროპოლიტმა საბამ თავის მიმართვაში. -ე.წ. "მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში"  წარმოშობის ფაქტი იმის მაგივრად, რომ გადაწყვიტოს რელიგიური განწყობები უკრაინაში, გააღრმავა ის და გაართულა. საზოგადოების გაერთიანების ნაცვლად მოხდა გაყოფა, რომელიც გავიდა ე.წ. "უკრაინის განხეთქილებიდან" და შეეხო მთელ მსოფლიო მართლმადიდებლობას. ამიტომ აუცილებელია მუდმივად ვახსენებდეთ, რომ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის მთავარი ნიშანი არის მისი ერთიანობა, ის ცხოვრობს წმინდა ეკლესიის დოგმატიკური სწავლებისადმი ერთგულებით და მასში ადგილი არა აქვს ეკლეზიოლოგიურ კომპრომისს".

პოლონეთის ეკლესიის წინამძღვრის სიტყვებით, ევქარისტიული ურთიერთობების უკმარისობით "ხარობს სატანა, და  ჩვენ ვაცდუნებთ  ირგვლივ მყოფ სამყაროს, ცუდ მაგალითს წარმოვადგენთ სხვა რელიგიებისა და ნაკლებად მორწმუნეებისთვის".

ამისთვის, აღნიშნა მან, პასუხის გაცემა მოგვიწევს ღმერთის სასამართლოს წინაშე, და "ამიტომ აუცილებელია ჩვენთვის სრულიად მართლმადიდებლური დიალოგი".

პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესია მთელი ძალებით ცდილობს ხელი შეუწყოს ამას, და ამჟამინდელი ფორუმი კიევში ზუსტად "ემსახურება ჩვენი თანამედროვე პასუხისმგებლობის გააზრებას", მიუთითა მიტროპოლიტმა საბამ.

დასასრულს მან გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისა და წინაძღვრის მიმართ, უსურვა უნეტარეს ონუფრის "არ მოაკლდეს უფლის წყალობა საპასუხისმგებლო  მსახურებაში იყოს მესაჭე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის და უკრაინელი ხალხის ".

როგორც მჟკ იუწყებოდა, კიევში კონფერენციაზე წაიკითხეს სერბეთის პატრიარქ პორფირეს  მისალმება, რომელმაც აღნიშნა, რომ სერბეთის ეკლესია უკრაინაში აღიარებს მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უნეტარეს ონუფრის ომოფორის ქვეშ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ