სერბი პატრიარქი: ვაღიარებთ მხოლოდ უმე-ს უნეტარესი ონუფრის მეთაურობით
სერბეთის ეკლესიის წინამძღვრის მისალმება კიევში სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციის მონაწილეებისადმი წაიკითხა სერბეთის საპატრიარქოს ვიკარმა მორავიჩის ეპისკოპოსმა ანტონმა.
სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის მეთაურობით. ამაზე ნათქვამია სერბეთის პატრიარქ პორფირეს მისასალმებელ სიტყვაში საერთაშორისო კონფერენციის "ეკლესიის ერთობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები"-ს ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი.
სმე-ს წინამძღვრის მისალმება წაიკითხა სერბეთის უწმინდესი პატრიარქის ვიკარმა და კიევში საღვთისმეტყველო კონფერენციის მონაწილემ, მორავიჩის ეპისკოპოსმა ანტონმა (პანტელიჩი).
"ღმერთმა მოგვისაჯა ჩვენ გვეცხოვრა ეპოქაში, და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული (მათ,24:12) და მართლმადიდებელ სამყაროში განელებულია ერთობის გრძნობა. ამ კრიზისის შედეგები გახდა ის სიძნელეები, რაც განიცადა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. რთული განსაცდელები, რომელიც თავს დაატყდა უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს, ეკლესიური თანაარსობის, ერთიანობისა და ერთობის კანონით, ჩვენ ვუთანაგრძნობთ ჩვენს ძმებს. როდესაც ახლო წარსულში სერბეთის ტაძრები ნანგრევებად იქცა და ათასობით სერბი ლტოლვილი გახდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სულიერად ჩვენთან იყო, და ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით კიევის ლოცვით მხარდაჭერას",- აღნიშნა სერბეთის პატრიარქმა თავის მიმართვაში.
პატრიარქის სიტყვებით, "სქიზმატიკოსების მხარდაჭერა, მუქარები და ძალმომრეობა, მართლმადიდებელი ეკლესიების მიტაცება და დისკრიმინაციული კანონების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონიკურ მართლმადიდებლობას, არ შეიძლება გამართლდეს არავითარი სახელმწიფოებრივი ან ეროვნული მოსაზრებებით, ვინაიდან ყველაფერი ეს არის ღია ბრძოლა ქრისტე მაცხოვრის წინააღმდეგ, და ასევე მისი ერთი, წმინდა და სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ".
"წმინდა საბას ეკლესია აღიარებდა და აღიარებს უკრაინაში მხოლოდ კანონიკურ ეკლესიას- უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას თქვენი უნეტარესობის ომოფორის ქვეშ. საერთო თასით ზიარებისას, ჩვენ ვლოცულობთ შეწყდეს არეულობა უკრაინის მიწაზე",- გადასცა სერბეთის პატრიაქმა პორფირემ თავის მიმართვაში კონფერენციის მონაწილეებსა და უმე-ს წინამძღვარს.
გამოსვლის დასასრულს წმინდა ეკლესიის წინაშე ღვაწლისათვის უმე-ს წმინდა მოციქულთასწორი თავად ვლადიმირ I -ის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს სერბეთის პატრიარქის ვიკარი, მორავიჩეს ეპისკოპოსი ანტონი.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 11 ნოემბერს კიევში მიმდინარეობს კონფერენცია ეკლესიის პირველობისა და ერთობის საკითხებში.