რაკოშინოს უმე-ს მონასტერში ღვთისმშობლის ხატთან გამხმარი შროშანები აყვავდნენ
ახალი ყვავილების გამოჩენა გამხმარ ყლორტებზე სავანეში დააფიქსირეს ერთი კვირის წინ.
იმიერკარპატების ოლქის სოფელ რაკოშინოს წმინდა საფარველის უმე-ს მამათა მონასტერში აყვავდნენ გამხმარი შროშანები, რომლებიც გაზაფხულიდან იდგნენ ღვთისმშობლის "ნანკოვოს" ხატთან. ამაზე მოყვნენ სიუჟეტში, რომელიც გამოაქვეყნეს 2021 წლის 9 ნოემბერს პერში კაზაცკი-ს ეთერში.
ამა წლის მარტში ბერებმა სახატესთან დადგეს ქათქათა შროშანების ახალი ყლორტები-მას შემდეგ, რაც მძარცველებმა წაიღეს ყველა ძვირფასეულობა, რომელიც მორწმუნეებმა ღვთისმშობლის ხატთან გამოჯამრთელების შემდეგ დატოვეს მადლიერების გამოსახატავად.
როგორც აღნიშნა რაკოშინოს მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა მიტროფანმა (შიმონი), "ღვთისმშობელი განდიდდა გამხმარი ყლორტის ყვავილობით, გვაჩვენა ღმერთის მყოფობის მადლი, რომ ყველაფერი შეუძლებელი შეიძლება გახდეს შესაძლებელი".
სიუჟეტის ავტორებმა თქვეს, რომ ნანკოვოს ხატი, რომელსაც ეთაყვანებიან წმინდა საფარველის მონასტერში, 1926 წელს დაწერა არქიმანდრიტმა ანდრეიმ (კოლომაცკი), რომელმაც დააფუძნა ღვთისმშობლის საფარველის ამჟამინდელი ტაძარი სოფელ რაკოშინოში. 1998 წელს ხატს სდიოდა ცრემლი, რაც ახლაც კარგად ჩანს.
შეგახსენებთ, 2021 წელს რაკოშინოს მონასტერმა იზეიმა მისი დაფუძნების 20 წლისთავი.