შვიდი ადგილობრივი ეკლესია მიიღებს მონაწილეობას კიევში ერთობის კონფერენციაზე
შვიდი ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლი კიევში განიხილავს მართლმადიდებლობაში პირველობისა და ერთობის საკითხებს.
11 ნოემბერს კიევ-პეჩორის ლავრაში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია "ეკლესიის ერთობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ღვთისმეტყველები შვიდი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, იუწყება კიევის სასულიერო აკადემიის საიტი.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უმე-ს ღვთისმეტყველები და მეცნიერები, და ასევე ანტიოქიის, რუსეთის, ბულგარეთის, პოლონეთის ეკლესიების, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესისა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის.
საღვთისმეტყველო ფორუმზე განიხილავენ მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველობისა და ერთობის საკითხებს. პრაქტიკულ სიბრტყეში კონფერენციის მოხსენებები ეხება კრიზისს მართლმადიდებლობაში, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში ფანარიონის ქმედებებით და მისი ახალი სწავლებით ეკლესიაზე, რომლის თანახმად კონსტანტინოპოლის პატრიარქს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება და ძალაუფლება.
კონფერენცია ორგანიზებულია კიევის სასულიერო აკადემიის მიერ უმე-ს წმინდა სინოდის 2021 წლის 12 მაისის განჩინების შესრულებისათვის.
კონფერენციის დასაწყისია 10:00 კიევ-პეჩერის ლავრის სააქტო დარბაზში. მონაწილეების დეტალური სიის და მოხსენებების თემების ნახვა შეიძლება ბმულზე.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მოსკოვში ჩატარდა კონფერენცია "მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და ერთობა მართლმადიდებლური სწავლებების შუქზე".