უმე-ს იერარქი: მეუ-ში ელემენტარული არ არის-სქიზმატიკოსების გაერთიანება
ბართლომეს თავის შეცდომას მეუ-სთან ჯიუტად არ აღიარებს, რითაც დემონსტრირებას უკეთებს ისტორიაში შესულ ერეს ეპისკოპოსებთან მსგავსებას, აღნიშნა მიტ-მა ბარსონოფმა (სტოლიარი).
მეუ-ში არ არის ელემენტარული- უკრაინელი სქიზმატიკოსების ერთმანეთში გაერთიანება . ამაზე ევინიცისა და ბარის მიტროპოლიტმა ბარსონოფმა დაწერა სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა მჟკ-ს საიტზე.
იერარქმა აღნიშნა რომ მეუ-სთვის ტომოსის მინიჭებით, ფანარიონის მეთაური შეგნებულ კანონიკურ დარღვევაზე წავიდა, თავისი მოქმედება ახსნა ეკლესიისათვის "მნიშვნელოვნად"" და "სასაგებლოდ".
"მისი(პატრიარქ ბართლომეს-რედ.) სიტყვებით, მეუ-ს ავტოკეფალიას უნდა დაეძლია განხეთქილება უკრაინაში, გაეერთიანებინდა "უკრაინული მართლმადიდებლობის სამი შტო" და ქრისტეს ეკლესიისთვის დაეკავშირებინა მილიონობით უკრაინელი,- გაიხსენა მიტროპოლიტმა ბარსონოფმა.- მაგრამ არაფერი ეს არ მომხდარა. და ამის არდანახვა შეუძლებელია. არ არის ელემენტარული-უკრაინელი სქიზმატიკოსების ერთმანეთთან გაერთიანება".
მან განმარტა, რომ ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის არსებობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის "ერთი ქალაქი-ერთი ეპისკოპოსი" , რომლის ფორმულირება მოხდა ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო კრებაზე. და კანონიკური სამართლის ლოგიკით, ერთ ტერიტორიაზე წარმოქმნილი მეუ, უმე-ს ეპარქიის კს, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია უნდა გაერთიანებულიყვნენ , ხოლო"მოქმედი ეპისკოპოსებიდან" რომელიმეს უნდა დაეთმო და დაქვემდებარებოდა სხვას.
"მაგრამ მსგავსი არაფერი არ მომხდარა,-აღნიშნა ეპისკოპოსმა. -ყოველ საოლქო ცენტრში წინანდებურად არის ორი ეპარქია და ორი"ეპისკოპოსი". ხოლო ვინიცაში, სადაც მიტროპოლიტ სვიმონის(შოსტაცკის), ვინიცის უმე-ს ეპარქიის მოქმედი ეპისკოპოსის განხეთქილებაში წასვლის შემდეგ, მეუ-ს სტრუქტურაში მთელი სამი ეპარქია არის: ვინიცისა და ბარის, ვინიცისა და ბრაცლავის და ვინიცისა და ტულჩინის. მიხედავად სახელწოდებებში განსხვავებისა, ყველა სამივე სტრუქტურას აქვს საკათედრო ტაძარი ვინიცაში, იქვე ცხოვრობენ " მმართველი ეპისკოპოსები".
ამგვარად, მეუ-ს "ავტოკეფალიამ ვერ შეასრულ ის მისია, რომელიც გამოუწერეს მას ფანარიონში", განმარტა მან, უფრო მეტიც-მან განხეთქილებაში მოიყვანა მართლმადიდებელი სამყარო.
პატრიარქი ბართლომე რა თქმა უნდა ხედავს და ესმის რა ხდება, დარწმუნებულია მიტროპოლიტი ბარსონოფი. მაგრამ "ერესი-ეს არ არის გონების დაბინდვა, არამედ ნებისყოფის შეუპოვრობაა", და ამ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება, მეუ-სთვის ტომოსის ანულირება ფანარიონის მეთაურს არ შეუძლია, ვინაიდან" საკუთარი შეცდომის აღიარებას სჭირდება თავის ამპარტავნებაზე უარის თქმა, და ერეტიკოსებისთვის ეს,როგორც გვაჩვენებს ეკლესიის ისტორია, ყოველთვის იყო პრობლემური გადასაწყვეტი".
ადრე მჟკ წერდა, რომ მეუ-ში ფილარეტი გალანძღეს "კაონების დარღვევის გამო", რაზედაც ლიკვიდირებულ უმე (კ)კს-ში გამოეხმაურნენ ანდაზით "ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის".