ეპის. ვიქტორი საუბრობდა იმაზე, არის თუ არა ვაქცინა აპოკალიფსის დასაწყისი
უმე-ს იერარქმა აღნიშნა, რომ ის, რაც ხდება, შეიძლება აპოკალიფსის გენერალურ რეპეტიციად ჩაითვალოს.
ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაურმა, ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა თავის YouTube-არხზე უპასუხა კითხვას, ნიშნავს თუ არა ვაქცინის მიღება ქრისტეს უარყოფას.
„ახლა ქსელში ნავარდობს მთელი რიგი კონსპიროლოგიური ვერსიებისა იმაზე, რომ ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული, - თქვა იერარქმა. - ძნელია კამათი ან თამხმობა, ვინაიდან არც ერთ ჩვენგანს პირადად არ გაუხსნია ბოროტმოქმედთა ჯგუფის მორიგი შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ. მით უმეტეს, ეს შეთქმულება იმ დროიდან არსებობს, როდესაც სატანამ ღმერთსა და მის ქმნილებას ომი გამოუცხადა, ცოდვა კი ჩვენი ყოფის განუყრელი ნაწილი გახდა. მაგრამ რატომ ვირჩევთ ჩვენ ასე ხშირად სწორედ ცოდვას, როდესაც ცხოვრების მორიგ გზაჯვარედინზე აღმოვჩნდებით ხოლმე? იქნებ იმიტომ, რომ ბნელი ძალების მსოფლიო შეთქმულების ფონზე საკუთარ ბოროტებას ვერ ვხედავთ, რომელიც უკურნებელი ვნებებისა და ეგოიზმით არის ნაკარნახევი“.
მეუფემ აღნიშნა, რომ ვერც ვიპოვით ამაზე პასუხს, თუ ვინ და რატომ მოიგონა პანდემია. მაგრამ თუ კაცობრიობა ამგვარი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, ჩვენ მასზე რეაგირება ისე უნდა მოვახდინოთ, როგორც ეს ქრისტიანებს ეკადრებათ.
იერარქის სიტყვებით, ვაქცინაციის საკითხი ეკლესიის კომპეტენციის მიღმაა. „ყველამ თვითონ უნდა განსაზღვროს ეს, პირველ რიგში თავის მკურნალ ექიმთან, ხოლო შემდეგ პირადად და ნებაყოფლობით მიიღოს გადაწყვეტილება“, - თქვა ეპისკოპოსმა.
შეგნებული თანხმობის გარეშე ადამიანს ქრისტესგან ვერ განაშორებ, ხაზი გაუსვა მღვდელმთავარმა. „აცრაზე თანხმობა არ ნიშნავს რწმენის ღალატს“, - აღნიშნა მან.
„დიახ, ქრისტესა და მისი ჭეშმარიტების წინააღმდეგ მიზანდასახული ომია გაჩაღებული, რომელიც უკვე ორი ათასი წელი გრძელდება, - თქვა ეპისკოპოსმა ვიქტორმა. - დიახ, ყველაფერს, რაც ხდება, შეიძლება აპოკალიფსის გენერალური რეპეტიცია ვუწოდოთ, მაგრამ ეს ჯერ ის არ არის. რადგან არავინ არ ზღუდავს ჩვენს უფლებას, რომ გვწამდეს აღდგომილი მაცხოვარი, მონაწილეობა მივიღოთ საერთო ლოცვებში და ეკლესიის საიდუმლოებებში.
როგორც მჟკ იუწყებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა დაბალ ვაქცინაციაში დამნაშავეთა რიცხვს ეკლესია მიაკუთვნა.
გარდა ამისა, არავინ არ უარყოფს პანდემიის რეალობას. დღეს კი აცრა კორონავირუსის სამგლოვიარო ტრიუმფის შეჩერების მცდელობაა, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანთა სიცოცხლეს გვართმევს“.