კიევში მეუ-ს „ეპისკოპოსმა“ სცემა ქალი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე
კიევში მეუ-ს „მღვდელმთავარი“ ადრიან კულიკი თავს დაესხა მეზობელს და მას რამოდენიმე წუთის განმავლობაში სცემდა.
კიევში მეუ-ს „მღვდელმთავარმა“ ადრიან კულიკმა ცემა მეზობელი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამო, პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლიდ თანახმად, გვატყობინებს „ Надзвичайні новини” ICTV-ის ტელეარხზე.
ჟურნალისტებმა გვიჩვენეს ვიდეო სათვალთვალო კამერებიდან, სადაც ჩანს, რომ ადრიან კულიკი რამოდენიმე წუთის განმავლობაში ქალს მუშტებით სცემს. როცა ის შეეცადა ეს ტელეფონით გადაეღო, კულიკმა მას ხელიდან გამოგლიჯა გაჯეტი, ფეხებით შედგა და გვერდზე მოისროლა.
დაზარალებული, რომელსაც ივანა ჰქვია, გვიყვება, რომ მას გულმკერდის, მუცლის ღრუს სერიოზული დაჟეჟილობა აქვს და სისხლჩაქცევები ხელები. ის ამბობს, რომ კულიკი ასევე უხეშად შეურაცხყოფდა მას დედის გინებით. „ჩვენ უბრალოდ გვეშინია ასეთი აგრესიული ადამიანის გვერდით ცხოვრება“, - დაამატა მან.
მოგვიანებით კულიკი თავს დაესხა მუშტებით ივანას ქმარს, რომელიც ცდილობდა კონსიერჟისგან მიეღო ვიდეო სათვალთვალო კამერებიდან. „იერარქმა“ მიწაზე დააგდო მამაკაცი, ზემოდან დაჯდა და მუშტებს იქნევდა.
თავდასხმის მიზეზი თითქოსდა იყო ნაცემი ქალის ძაღლი, რომელიც ხმამაღლა ყეფდა ბინაში კონფლიქტამდე რამოდენიმე დღით ადრე.
კულიკი დაზარალებულებს უწოდებს სეპარატისტებს, რამდენადაც ისინი რუსულ ენაზე ურთიერთობენ და ამტკიცებს, რომ ვერ ხვდება მათ საუბარს.
მეზობლები „მღვდელთავარს“ ახასიათებენ, როგორც ქედმაღალ ადამიანს და ამტკიცებენ, რომ ის ბოროტად იყენებს ალკოჰოლს.
პოლიციაში აღძრეს სისხლის სამართლის საქმე კულიკის წინააღმდეგ 125-ე მუხლის თანახმად, სხეულის მსუბუქი დაზიანებების მიყენების გამო კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობით.
ადრე მჟკ წერდა, რომ მეუ-ს „იერარქი“ ადრიან კულიკი მოუწოდებდა იმათ მარკირებას, ვისაც უკრაინა არ უყვარს, „როგორც უჯიშო ძაღლების“.