ფანარიონი: ჩვენი საბოლოო მიზანია ერთიანობის აღდგენა კათოლიკებთან

29 October 2021 01:00
84
პატრიარქი ბართლომესა და პაპი ფრანცისკეს შეხვედრა. ფოტო: pravoslavie.ru პატრიარქი ბართლომესა და პაპი ფრანცისკეს შეხვედრა. ფოტო: pravoslavie.ru

კათოლიკებთან დიალოგის საბოლოო მიზანზე ისაუბრა ეპისკოპოსმა მიხეილმა (ამიშენკო) ეკუმენურ კონფერენციაზე, რომელზეც უბკე-სა და მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩაატარეს კიევში.

ჩვენი საბოლოო მიზანია- კათოლიკებთან ერთობის აღდგენა. ამაზე კონსტანტინოპოლის ეგზარხოსმა უკრაინაში კომანის ეპისკოპოსმა მიხეილმა ისაუბრა საერთაშორისო ერთობლივი კომისიის მიერ მართლმადიდებელ-კათოლიკური დიალოგის დოკუმენტის უკრაინულად თარგმანის პრეზენტაციაზე, რომელიც ჩატარდა კიევში 26 ოქტომბერს.

"ეს არ არის უბრალოდ შესანიშნავი გამოცემა, არამედ მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება საბოლოოო მიზნისათვის. ხოლო საბოლოო მიზანი არის ერთობის ძიება. ერთობის აღდგენა, ბოდიში, ძიება არ არის",-განმარტა ფანარიონის ეგზარხოსმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ კონსტანტინოპოლის ეგზარხოსი უკრაინაში ერთიანობას კათოლიკებთან მნიშვნელოვნად თვლის მართლმადიდებლობაში ერთიანობის შესანარჩუნებლად.

შეგახსენებთ, 25 ოქტომბერს კიევში გაიმართა უბკე-ს, ფანარიონისა და მეუ-ს კონფერენცია ერთიანობის ძიების საკითხში, რომლის მიმდინარეობისას უბკე-ს მეთაურმა დაასახელა ეკუმენური დიალოგის მიზანი- თანაზიარების აღდგენა, ვატიკანის წარმომადგენელმა მოუწოდა არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა ამ დიალოგის "წარმატებებმა" უკრაინაში მიიღოს პრაქტიკული რეალიზაცია, ხოლო უნიატმა მღვდელმა განაცხადა, რომ კათოლიკებმა და მართლმადიდებლებმა ერთად უნდა აირჩიონ "უკრაინის მომავალი პატრიარქი".

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ