პტიჩიეში ააშენებენ უმე-ს ტაძარს მეუ-ს მომხრეების მიერ მიტაცებულის სანაცვლოდ

29 October 2021 01:05
21
ეპისკოპოსი პიმენი სოფელ პტიჩიეს მრევლთან და სასულიერი პირებთან ერთად. ფოტო: СПЖ ეპისკოპოსი პიმენი სოფელ პტიჩიეს მრევლთან და სასულიერი პირებთან ერთად. ფოტო: СПЖ

დუბენის ეპისკოპოსმა პიმენმა აკურთხა ადგილი ახალი ეკლესიისთვის, რომელიც დაზარალდა უმე-ს თემის რეიდერობის შედეგად როვენის ოლქის სოფელ პტიჩიეში.

26 ოქტომბერს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს როვენის ოლქის სოფელ პტიჩიეში აკურთხეს ადგილი უმე-ს წმინდა მიძინების თემის  ახალი ეკლესიისათვის მეუ-ს მომხრეების მიერ მიტაცებულის სანაცვლოდ, იუწყება მჟკ-ს კორესპოდენტი.

კურთხევა ჩაატარა როვენის უმე-ს ეპარქიის დროებითმა მმართველმა, დუბენის ეპისკოპოსმა პიმენმა. პტიჩიეს თემის მხარდასაჭერად, რომელიც ხუთი წელია ცხოვრობს ეკლესიური ომის მძიმე პირობებში, ჩამოვიდა მრავალი მღვდელი და მომლოცველი ახლომდებარე სოფლების მეზობელი სამრევლოდან.

ადგილი, სადაც აღიმართება ეკლესია, ამოარჩიეს იმ სახლის გვერდით, რომელიც შეიძინეს შარშან და აკურთხეს დროებით ტაძრად. "მიწის ნაკვეთი საკმაოდ დიდია, 50 ჰა,- ჰყვება  წმინდა მიძინების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გრიგორი სტადნიკი,- თუმცა მხოლოდ 25 ჰა-ზე დაგვრთეს მშენებლობის დოკუმენტების დამზადება, ჩვენ ეს გვეყოფა".

ეპისკოპოსმა პიმენმა მადლობა გადაუხადა სოფელ პტიჩიეს მორწმუნეებს იმისათვის, რომ შეძლეს გაერთიანება, შეინახეს რწმენა, რელიგიური თემი. "მე უკვე დღეს ვხედავ, რომ თქვენ თვით უფალი გეხმარებათ, ტაძარი კარგი იქნება, მე ამის მჯერა. აშენეთ, დარგეთ ყვავილები, გაიხარეთ!"-თქვა დეკანოზმა.

როგორც მამა გრიგორიმ თქვა, უკვე 28 ოქტომბერს ადგილზე, სადაც დააყენეს ნაკურთხი ჯვარი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. "გამოჩნდა ქველმოქმედი, რომელიც მოგვცემს სპეციალიზირებულ ტექნიკას უფასოდ, კიდევ ერთი ქველმოქმედი შეავსებს მანქანებს. მე მჯერა, რომ ასეთი მოშურნეობითა და მზრუნველობით საძირკველი ყინვებამდე იქნება ",-თვლის უმე-ს თემი წინამძღვარი.

როგორც მჟკ იუწყებოდა, წინამძღვარმა ორდენით დააჯილდოვა უმე-ს დევნილი თემის მღვდელმსახური პტიჩიეში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ