ფანარიონი შერცხვენილია: ბერძნების კომენტარი ფილარეტის გადაწყვეტილებაზე

28 October 2021 13:15
14
განხეთქილების წარმომადგენლები საბერძნეთიდან და უკრაინიდან, ფოტო: romfea.gr განხეთქილების წარმომადგენლები საბერძნეთიდან და უკრაინიდან, ფოტო: romfea.gr

ბერძენ ინტერნეტ-მომხმარებლებს მძაფრი რეაგირება ჰქონდათ შეტყობინებაზე საბერძნეთის ძველი სტილის მიმდევართა სტრუქტურის შესვლაზე უმე(კ)კს-ს შემადგენლობაში.

ფარისევლობა, თაღლითობა, განხეთქილება - ასეთ კომენტარს ტოვებენ ბერძნები ახალი ამბების ქვეშ, რომ ფილარეტ დენისენკომ უმე(კ)კს-ში მიიღო საბერძნეთის ძველი სტილის მიმდევარ სქიზმატიკოსთა სტრუქტურა  "მიტროპოლიტ" აქვსენტი მარინესის მეთაურობით.

ინტერნეტ-მომხმარებლებს აინტერესებთ, რას იტყვიან ამის შემდეგ საბერძნეთის ეკლესიების ის წარმომადგენლები, რომლებიც მოიხსენიებენ მეუ-ს მეთაურად ეპიფანე დუმენკოს.

"ეკლესია გადააქციეს ათას ნამსხვრევებად",- განაცხადა ერთ-ერთმა კომენტატორმა.

ადამიანები მომხდარს არქმევენ "ფარისევლობას", "სრულ არეულობას", "თაღლითობას" და "შერცხვენას", თვლიან, რომ ასე მშვიდობა ეკლესიაში ვერ დადგება.

"ბართლომე, შენ კარგად გაართვი თავი..."-წერენ ბერძნები.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 2021 წლის 23 ოქტომბერს "უმე(კ)კს-ს კრებაზე გადაწყვიტეს თავის სტრუქტურაში მიეღოთ ძველი სტილის მიმდევარი სქიზმატიკოსები საბერძნეთიდან "მიტროპოლიტ" ავქსენტი მარინესის მეთაურობით. გაერთიანების შემდეგ ბერძენმა "იერარქმა" მიიღო ხერსონისა და ეგინის ტიტული, ხოლო უმე (კ)კს გაიზარდა 70 "მღვდლით", 50 "ბერ-მონაზონით" და 10 მონასტრით.

შეგახსენებთ, რომ ეპიფანე დუმენკო ფილარეტს უწოდებს მეუ-ს წევრს, ხოლო თვითონ ფილარეტი თავს "სრულიად რუსეთ-უკრაინის პატრიარქად" მიიჩნევს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ