უკრ.ჯან. სამინ-ში უმე-ს ვაქცინაციის დაბალი დონის გამო ვალდებულება დააკისრეს
ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა განაცხადა, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობა უკრაინის რეგიონებში დამოკიდებულია უმე-ზე.
უკრაინაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დონე დამოკიდებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეფექტურობისგან, განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა სასწაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებში ალექსანდრ დანილიუკმა ბავშვთა ფონდ იუნისეფის ექიმ-ინფექციონისტ და სამედიცინო ექსპერტ ეკატერინე ბულანოვასთან ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა მის YouTube-არხზე.
ინტერვიუ ასევე გავიდა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს Facebook-გვერდზე.
ბულანოვას შეკითხვას ფაქტორებზე, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს უკრაინელების სურვილზე აიცრან, დანილიუკმა უპასუხა უმე-ს მორწმუნეების ლოცვით დგომაზე უმაღლეს რადას შენობასთან.
"როდესაც მე მივდიოდი გადაღებაზე, პირდაპირ უმაღლეს რადასთან ქვეყანა-აგრესორის რელიგიურმა ორგანიზაციამ გამოიყვანა ხალხი იმიტომ, რომ არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება და ა.შ.",-თქვა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა (სპიკერის სტილის ორიგინალი დაცულია-რედ.).
დანილიუკმა უმე-ს "თითქმის ფსევდორელიგიური სტრუქტურა"უწოდა და თქვა, რომ მისი ქსელი მთელ ქვეყანაშია.
"იქ, სადაც ვაქცინირების ყველაზე ნაკლები რაოდენობაა, ისინი იქ მეტად აქტიურები არიან",-განაცხადა მან.- მათი ლიდერებიც იქედან არიან".
ჯანდაცვის ჩინოვნიკმა დააზუსტა, "ლიდერებად" ვის მოიაზრებს. უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი წარმოშობით არის ჩერნოვცის ოლქიდან და ვაქცინაციის დონით ერთ-ერთი ბოლოა. ამასთან თვითონ დანილიუკი დაიბადა, სწავლობდა და ევრომაიდნამდე მუშაობდა იმიერკარპატების ოლქში, რომელიც დაბლა იმყოფება ვაქცინირებულთა სიაში პროცენტული მაჩვენებლებით, თუ არ ჩავთვლით პრობლემურ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს.
ასევე დანილიუკმა განაცხადა, რომ ქალაქებში ვაქცინაციის დაბალი დონე აიხსნება "მედიის ფეიკ-ინფორმაციებით", რომელიც გავრცელებულია "აბსოლუტურად უმეტესი" რუსულენოვანი მედია-საშუალებებით. "ყველაფერი ეს აღმოსავლეთიდან მოდის",-დაასკვნა ჩინოვნიკმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ვოლინსკის სსა-ში განაცხადეს, რომ "წითელ ზონაში" ტაძრებში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ ვაქცინირებულებს.