ელადის ეკლესიის მიტ-მა განაცხადა, რომ ვაქცინა არის ღვთის საჩუქარი

27 October 2021 00:40
6
დიმიტრიადის მიტროპოლიტი ეგნატე. ფოტო: imd.gr დიმიტრიადის მიტროპოლიტი ეგნატე. ფოტო: imd.gr

დიმიტრიადის მიტროპოლიტმა ეგნატემ აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილია იმით, რომ  აუცრელი ადამიანების რიცხვი მცირდება.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის დიმიტრიადის მიტროპოლიტმა ეგნატემ განაცხადა, რომ  Covid-19 –ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ღვთის საჩუქარი, იუწყება  გამოცემა  «Вима Ортодоксия».

მიტროპოლიტი ეგნატე, რომელიც  ქალაქ ვოლოსის საავადმყოფოში ვაქცინაციის ცენტრს მესამე აცრისთვის ეწვია განაცხადა, რომ   Covid-19 –ის საწინააღმდეგო ვაქცინა "არის ღვთის საჩუქარი", და ისინი, ვინც ამ დრომდე არ აცრილან, უნდა გააკეთონ ეს, იმიტომ რომ "ისინი ვალში არიან საკუთარი თავის, მაგრამ განსაკუთრებით თავისი ახლობლების წინაშე".

მან ასევე "ძალიან დადებითად" მიიღო ის ფაქტი, "რომ არიან ბევრი ადამიანები, რომლებსაც ახლა არწმუნებენ დაიწყონ ვაქცინაცია".

მიტროპოლიტ ეგნატეს აზრით, "შექმნილ დაყოფას" ვაქცინაციაზე შეხედულების გამო "არავისთვის სარგებლობა არ მოაქვს ". ხოლო "ამ ვაქცინებისთვის (კორონავირუსის საწინააღმდეგო,-რედ.) მორალური პრობლემა არ არსებობს. ჩვენ უნდა ვენდოთ მათ და წავიდეთ წინ".

მან ასევე განაცხადა, რომ მოხარულია იმაზე, რომ მისი ეპარქიის ბევრი მღვდელი ცირკულარის შემდეგ, რომელიც გაეგზავნა თითოეულ მათგანს, "დარწმუნდნენ და შეუდგნენ ვაქცინაციას".

"შეტყობინენები, რომელსაც მე ყოველდღე ვღებულობ, იმედისმომცემია. მნიშვნელოვნად მცირდება აუცრელთა  პროცენტი. ასევე არის იმედისმომცემი შეტყობინებები პატარა ბავშვებზე, რომლებმაც მომწერეს, რომ მათ სჯეროდათ ჩემი სიტყვების და აიცრნენ",-აღნიშნა მიტროპოლიტმა ეგნატემ.

ადრე მჟკ წერდა, რომ საბერძნეთში პროტესტის მონაწილეებმა მოითხოვეს იერარქის გადაყენება,რომელიც  ვაქცინის მომხრეა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ