პატრიარქი ბართლომე აშშ-ში ჰოსპიტალიზირებული იყო

25 October 2021 23:00
30
პატრიარქი ბართლომე. ფოტო: ridus.ru პატრიარქი ბართლომე. ფოტო: ridus.ru

ფანარიონის მეთაური აპირებდა ლიტურგიის ჩატარებას ქ. ვაშინგტონის სოფიის ტაძარში, მაგრამ თავი შეუძლოდ იგრძნო.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე, რომელიც 23 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა, ვაშინგტონში ჰოსპიტალიზირებული იყო, ვინაიდან, ხანგრძლივი გადაფრენისა  და ღონისძიებათა მჭიდრო გრაფიკის გამო, თავი  ცუდად იგრძნო,  იუწყება orthodoxtimes.com.

პატრიარქი ბართლომე აპირებდა სოფიის ტაძარში ლიტურგიის ჩატარებას, მაგრამ თავი შეუძლოდ იგრძნო. ექიმმა ფანარიონის მეთაურს დასვენება ურჩია და ის გამოსაკვლევად  ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში წაიყვანეს.

როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, 2021 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო კონსტანტინოპოლის პატრიარქის აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი, რომელიც 3 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ფანარიონის ვიზიტმა აშშ-ში რმე-ში კრიტიკა გამოიწვია, კერძოდ, მს სსკგ-ის მდივანმა განაცხადა, რომ ფანარიონის მეთურის აშშ-ში ვიზიტმა შეიძლება მიტაცებების ახალი ტალღა გამოიწვიოს  უკრაინაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ