საბერძნეთში ძველი სტილის მიმდევრების ეპარქია გადავიდა უმე (კ)კს-ში
უმე (კ)კს-ს შემადგენლობაში ბერძენ "მიტროპოლიტს" ექნება ხერსონისა და ეგინის ტიტული.
2021 წლის 23 ოქტომბერს უმე (კ)კს-ს მეთაურმა ფილარეტ დენისენკომ ჩაატარა თავისი აღდგენილი სტრუქტურის "კრება", რომელზეც გადაწყვიტეს მიიღონ ეგინისა და პოროსის "მიტროპოლიტი" აქვსენტი მარინესი და ეგინის ეპარქია უმე(კ)კს-ს შემადგენლობაში, იუწყება კიევის საპატრიარქოს საიტი.
უმე (კ)კს-ს შემადგენლობაში ბერძენ "მიტროპოლიტს" მიენიჭება ხერსონისა და ეგინის ტიტული.
2021 წლის 10 ოქტომბერს "მიტროპოლიტმა" აქვსენტმა იმსახურა "პატრიარქ" ფილარეტთან კიევში.
ადრე "მიტროპოლიტი" აქვსენტი იყო საბერძნეთის ჭეშმარიტი-მართლმადიდებელი ქრისტიანების ეკლესიის-არაკანონიკური იურისდიქციის ეპისკოპოსი. ეგინისა და პოროსის "მიტროპოლიტ" აქვსენტი მარინესის ეპარქია არ მიეკუთვნება ელადის მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ არის ძველი სტილის მიმდევართა ცალკეული სტრუქტურა. მასში 70 ღვთისმსახურია, 10 მონასტერში მცხოვრები 50 ბერ-მონაზონია.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, უმე(კ)კს-ში მოუწოდეს მასმედიას ფილარეტისა და ეპიფანეს ტიტულთან მიმართებაში მიაწოდონ სწორი ინფორმაცია.