მიტაცების აქტივიზაცია და ეპიფანეს განცხადებები დამთხვევა არ არის,- ექსპერტი
დანიელ ბოგატირიოვის აზრით, ბოლო მოვლენები უმე-ს ტაძრების გარშემო მეუ-ს წარმომადგენელთა და ადგილობრივი ხელისუფლებიდან მათი მომხრეების დაგეგმილი აქციაა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების მიტაცების მცდელობების აქტივიზაცია და მეუ-ს მეთაურის ეპიფანეს განცხადებები დამთხვევა არ უნდა იყოს. ამის შესახებ პოლიტოლოგმა, უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტმა დანიელ ბოგატირიოვმა თქვა «Першого Козацького» ეთერში.
ექსპერტმა გაიხსენა, რომ წინა დღით დუმენკომ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობებზე ყვებოდა და „გადასვლების მასშტაბური ტალღა დაანონსა“.
გარდა ამისა, მეუ-ს მომხრეებმა მიიტაცეს ტაძარი სოფელ ნავოზში ვოლინზე, ეცადნენ შტურმით აეღოთ ტაძარი ვინიცის ოლქის ნოვოჟივოტოვოში, ცნობილი გახდა ვინიცის სსა-ის მცდელობა „გადაიყვანონ“ მეუ-ში ვინიცის ოლქის სოფელ კოვალევკას ტაძარი.
ეს ყველაფერი თითქმის ერთი და იგივე დროს მოხდა, 13-14 ოქტომბერს და, დანიელ ბოგატირიოვის აზრით, „ძალაუნებურად იბადება ეჭვი, ხომ არ იყო ეს განცხადება რამე მორიგი ბლეფი, უფრო სწორად, დაგეგმილი დაპყრობითი აქცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ?“
„არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც დამთხვევაა. მგონია, რომ ეს მეუ-ს წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი აქციაა ადგილობრივი ხელისუფლების მათდამი ლოიალურად განწყობილ წარმომადგენლებთან ერთად. ფაქტიურად, ხორციელდება შეთქმულება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი თემების წინააღმდეგ“, - თვლის პოლიტოლოგი.