უნეტარესმა ონუფრიმ აკურთხა ბანჩენის მონასტერთან არსებული სამედიცინო ცენტრი
წმინდა ლუკას სახელობის კლინიკა გაიხსნა წმინდა ამაღლების მამათა მონასტერში ჩერნოვცის ოლქის ჩერნოვცის რაიონის ბანჩენში.
2021 წლის 18 ოქტომბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ ჩაატარა სამედიცინო ცენტრის "ლუკა მახარობლის კლინიკის" კურთხევა ჩერნოვცისა და ბუკოვინის ეპარქიის ბანჩენის მამათა მონასტერში, იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
ღვთისმსახურებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტმა პავლემ, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა, უმე-ს საქმეთამმართველმა მელეთიმ, ბანჩენის მონასტრის ნაცვალმა, ბანჩენის მიტროპოლიტმა ლონგინოზმა, ხოტინის არქიეპისკოპოსმა ბენიამინმა, ირპენის ეპისკოპოსმა ლავროსიმ, ბოროდიანის ეპისკოპოსმა მარკმა, გერცის ეპისკოპოსმა სილუანმა, სამღვდელოებამ და მორწმუნეებმა.
კურთხევის ჩატარების შემდეგ მიტროპოლიტმა ონუფრიმ ქადაგებაში აღნიშნა, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი სულითა და სხეულით. და თუ სულის საავადმყოფო არის ღმერთის ტაძარი, მაშინ ადამიანის სხეულს ესაჭიროება ახალი სამედიცინო ცენტრისმაგვარი ადგილები, სადაც ადამიანი შეძლებს აღიდგინოს ის ჰარონია თავის სხეულში, რომელიც ცოდვებით ირღვევა. ასევე უნეტარესმა სამედიცინო ცენტრის პერსონალს უსურვა მოთმინება, თვმდაბლობა და თავგანწირვის უნარი. დასასრულს წინამძღვარმა ყველა დამსწრე დალოცა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უნეტარესმა ონუფრიმ იზიუმში სამლოცველო აკურთხა.