საქმეთმმართველი: ისტორიაში არის საბჭოები, სადაც დაგმეს ფანარიონის ქმედება
მიტროპოლიტი ანტონი გამოეხმაურა იერუსალიმის ან ანტიოქიის საპატრიარქოსთვის მსოფლიო მართლმადიდებლობის კოორდინაციის უფლების მინიჭების შესაძლებლობას.
ეკლესიის ისტორიას აქვს მრავალი შემთხვევა, როდესაც საბჭოებმა დაგმეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გარკვეული ქმედებები და მასში გავრცელებული ერესები, თქვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთმმართველმა მიტროპოლიტმა ანტონიმ რია ნოვოსტისთან ინტერვიუში.
მაგალითად მან მოიყვანა 1443 წელს იერუსალიმის პატრიარქის მიერ აღმოსავლეთ ეკლესიების წარმომადგენლების საბჭოს მოწვევა. ამ საბჭოზე დაგმეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ფერარო-ფლორენციის უნია კათოლიკებთადა და თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიტროფანე II იერარქებთან ერთად, რომლებმაც უღალატეს მართმადიდებლურ რწმენას.
იერუსალიმის ან ანტიოქიის საპატრიარქოს მსოფლიო მართლმადიდებლობაში კოორდინატორის უფლებამოსილების გაძლიერების შესაძლებლობის შესახებ კომენტარის გაკეთების დროს, უმე-ს ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ეს უნდა გადაწყდეს კოლექტიური გზით. ამავე დროს, მან გაიხსენა, რომ იმავე იერუსალიმის ეკლესიაში მართლმადიდებლობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არაერთხელ გადაწყვეტილა. ,,შეგვიძლია გავიხსენოთ 513 წლის საბჭო იერუსალიმში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კონსტანტინოპოლის ეკლესიაში გავრცელებული მონოფიზიტიზმის ერესს და 1672 წლის კრება, რომლის შედეგად დამტკიცდა მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობა 18 თავში, რომელიც საბოლოოდ გახდა მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელოვანი დოქტრინალური დოკუმენტი. ” - თქვა მიტროპოლიტმა ანტონმა.
როგორც მჟკ იტყობინება, პატრიარქმა კირილმა ფანარიონის ხელმძღვანელს სქიზმატიკოსი უწოდა.