იძულებითი ვიქცინაციის წინააღმდეგ პეტიციამ 25000 ხელმოწერა მოაგროვა

05 October 2021 20:30
62
Сам В. Зеленский сделал прививку в марте 2021 года. Фото: twitter.com/ZelenskyyUa Сам В. Зеленский сделал прививку в марте 2021 года. Фото: twitter.com/ZelenskyyUa

პრეზიდენტისადმი მიმართვამ იძულებითი ვაქცინაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით უკვე განხილვისთვის აუცილებელი 25 ათასი ხელმოწერა მოაგროვა.

უკრაინის პრეზიდენტის საიტზე პეტიციამ მოაგროვა 25 ათასზე მეტი ხმა კორონავირუსის აცრის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით მიღებაზე და კრიმინალურ პასუხისმგებლობაზე იძულებითი ვაქცინაციის გამო.

 „სასწრაფოდ შემოვიდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იძულებითი ვაქცინაციის გამო თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით, - ითხოვენ პეტიციის ხელმომწერები საიტზე petition.president.gov.ua.  – იძულებითი ვაქცინაცია სამსახურიდან განთავისუფლების და/ან სამსახურში არმიღების მუქარის სახით გაუთანაბრდეს ცნებას „იძულებითი ვაქცინაცია“. უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უფლება აცრის გადაწყვეტილების თაობაზე“.

პეტიციის მიზეზების ახსნისას ავტორი უთითებს, რომ ვაქცინაციის დროს სამედიცინო დაწესებულებები არ იღებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას პრეპარატების მოხმარების შედეგებზე. ის აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს  ვაქცინების დაბალ ხარისხზე, რომლებსაც თავაზობენ უკრაინელებს და აცრის წინ ადამიანის საჭირო გამოკვლევების უარყოფაზე. ამასთან ერთად, „სახელმწიფო დაწესებულებები ადამიანს ართმევენ არჩევანის საშუალებას და აიძულებენ აცრას, ხოლო უარის შემთხვევაში ემუქრებიან დათხოვნით ან სამსახურის დაკარგვით“. 

ხმის მიცემის დასრულებამდე კიდევ 40 დღეა. მაგრამ უკვე ახლა, როდესაც მიმართვამ მოაგროვა ხელმოწერთა აუცილებელი რაოდენობა, ვლადიმერ ზელენსკიმ ის უნდა განიხილოს. ჩვეულებრივ, მოქალაქეთა ასეთ მიმართვებზე პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის. 

როგორც მჟკ იუწყებოდა, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ან  აიცრები  და დაგიშვებენ სამსახურში, ან - არა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ