მორწმუნე ყვება იმ სასწაულზე, რომელიც მოხდა ეკლესიისთვის გადაცემულ სახლში
გოგონამ ლიტანიობაზე პოჩაევოს ლავრაში გაიცნო იმ სახლის დიასახლისი, რომელშიც წელიწდ-ნახევრის მანძილზე ლოცულობდა წართმეული ტაძრის მრევლი.
უმე-ს მრევლი იყო ერთ ერთი სტუმარი კიევ- პეჩორის ლავრის მიმდებარედ გამართული წიგნის ბაზრობისა ,,წაიკითხე და შექმენი’’, რომელმაც ტელეარხ «პერში კაზაცკი»-ის ჟურნალისტებს მოუყვა იმ სასწაულის შესახებ, რომელიც მოხდა სახლში ,სადაც წელიწად - ნახევრის მანძილზე ლოცულობდა ეკლესიაჩამორთმეული უმე-ს მრევლი.
გოგონამ ამ ოჯახის შესახებ რამდენიმე თვის წინ შეიტყო ინტერნეტიდან. შემდეგ, მისი თქმით, მან გაიფიქრა: "უფალო, რა ბედნიერები არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სახლი შესწირეს ტაძარს".
ამ წლის ზაფხულში მოხდა ისე, რომ გოგონა მიდიოდა მსვლელობაზე ვოლინის სოფელ რატნოდან პოჩაევში და გზად მრევლი გაჩერდა ქალაქში, სადაც სქიზმატიკოსებმა დაიკავეს უმე-ს ტაძარი.
«ლიტანიობაზე მოხდა ისე, რომ ქალბატონმა წამიყვანა თავისთან სახლში, ეს აღმოჩნდა ის სახლი, სადაც წელიწადნახევრის მანძილზე ტაძრის ნაცვლად ლოცულობდა დევნილი თემი, მე მივხვდი რომ აღმოვჩნდი იმ სახლში, სადაც ყოფნას ასე ვნატრობდი და უფალმა შეისმინა ჩემი’’.
დიასახლისთან საუბრის დროს გოგონამ გაარკვია როგორ განვითარდა მოვლენები ამ სახლში.
«მისი მეუღლე მაშინვე გამოჯანმრთელდა – ის რეანიმაციაში იყო, მათი ქალიშვილი კი რამდენიმე თვეში დაფეხმძიმდა – 10 თვის მანძილზე შესთხოვდა იგი უფალს შვილს, მაგრამ არ ყავდა», – გვიამბო გოგონამ.
ადრე, მიტროპოლიტმა კლიმენტმა (ვეჩერა) თქვა, რომ უმე– ის მორწმუნეებმა, რომლებიც დაზარალდნენ თავიანთი ეკლესიების დაპყრობის შედეგად მეუ– ს თავდამსხმელების მიერ, უკვე ააშენეს ახალი ეკლესიები უმეტეს ადგილებში.