უმე-ს დელეგაციამ საქართველოში უკრაინიდან სიწმინდეები ჩამოაბრძანა

29 September 2021 18:55
316
უმე-ს მორწმუნეებს ხვდებიან ზუგდიდში,საქართველო. ფოტო: Facebook-страница Зугдидской епархии უმე-ს მორწმუნეებს ხვდებიან ზუგდიდში,საქართველო. ფოტო: Facebook-страница Зугдидской епархии

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ხორციელდება მომლოცველობა საქართველოს წმინდა ადგილებში.

საქართველოში ჩამოაბრძანეს  წმინდანთა წმინდა ნაწილები, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ იქნა გადმოცემული. ამის შესახებ განუცხადა მჟკ-ს უმე-ს ბელოცერკოვის ეპარქიის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის  მონასტრის წინამძღვარმა  ბარბარემ, რომელიც საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებელი ძმების თანხლებით უკვე ერთ კვირაზე მეტია ახორციელებს ქვეყანაში მომლოცველობით ვიზიტს.

საქართველოს პატრიარქ ილია ll-ს კურთხევით, უმე-ს დელეგაცია ეწვია სამების საკათედრო ტაძარს თბილისში, რის შემდეგაც ის გაემართა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში. ზუგდიდში შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათები ზუგდიდის ეპარქიის ფეისბუქ-გვერდზე 27 სექტემბერს გამოაქვეყნეს.

აქ, ზუგდიდში, იბერიის ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში, დარჩება უკრაინიდან ჩამოტანილი მრავალი წმინდანის წმინდა ნაწილი, უკრაინელი მომლოცველების და უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტის გიგა ბერიშვილის მიერ ჩამობრძანებული.

„ის სიწმინდეები, რომლებიც ჩვენთანაა ,- უფლის გზავნილია, ამის გაკეთება ერთ ადამიანს არ შეუძლია, - განაცხადა დედა ბარბარემ. - ყველას სურდა მათი გაზიარება, რაღაც ნაწილის საქართველოში ჩამობრძანება. ბევრმა ქრისტესმიერმა ბერმონაზონმა, ძმამ, დამ მიიღო მონაწილეობა ამ კეთილშობილურ საქმეში, ასევე ჩვენმა მონასტერმაც, რაც შეეძლო, გაუზიარა ძმებს - მართლმადიდებელი საქართველოსთვის მადლიერების გამოსახატად. შეგროვებული სიწმინდეები ჩვენს მონასტერში ჩავაბრძანეთ ლუსკუმებში, შვადგინეთ სიწმინდეების სია - ძალიან ბევრი მოგროვდა“.

დედაომ განაცხადა, რომ საქართველოში მათ ბევრი მორწმუნე დახვდა, რომელთაც მიიღეს შესაძლებლობა მუხლი მოეყარათ უკრაინიდან ჩამობრძანებული სიწმინდეების წინაშე, ბევრი მათგანი შეუერთდა უმე-ს დელეგაციას და თან ახლავს მას მომლოცველობის დროს. ქართველი მორწმუნეების დიდი ინტერესი გამოიწვია ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატმა „გარდაცვლილთა სასჯელი“ ბარბარეს მონასტრიდან, რომელიც უკვე 280 წლისაა და რომელიც ასევე უკვე იმყოფებოდა საქართველოში.

„2003 წელს ჩვენ მოგვიწვიეს ხატთან ერთად პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და მთელი თვე ვიმოგზაურეთ აქ, - განმარტა დედა ბარბარემ. - ამის შემდეგ ჩვენ მოგვცეს კურთხევა აგვეშენებინა ტაძარი, არადა აღმოჩნდა  სამონასტრო კომპლექსი (იერუსალიმის წმინდა მიწის სახელობის სამონასტრო კომპლექსი წმ. ბარბარეს მონასტერში კიევის მხარის ქ. კაგარლიკში, - რედ.). 18 წლის წინ ჩვენ მთელი საქართველო შემოვიარეთ ჯვრით და ახლაც დავბრუნდით მადლიერებისთვის“.

წინამძღვარმა ხაზი გაუსვა, რომ მონასტერს მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოსთან, მათ შორის, საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან „მართლმადიდებელი საქართველო“. სწორედ ქართველმა ძმებმა სთხოვეს სიწმინდის უკრაინიდან ჩამობრძანება, განმარტა დედაომ და ამ ვიზიტის ფარგლებში კვლავ „გვაქვს სურვილი ვაჩვენოთ სასწაულმოქმედი ხატი ჩვენი მონასტრიდან, რათა დაისადგუროს სიხარულმა, სიყვარულმა, თანაგანცდამ, გულმოწყალებამ ყველა ჩვენგანში - ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ დაყოფილები, ჩვენ ყველანი ქრისტესმიერი ძმები ვართ და ჩვენი სამშობლო ზეცაშია“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ