დევნილმა თემმა ბოიანჩუკში საუფლო დღესასწაული მშენებარე ტაძარში აღნიშნა
სოფელ ბოიანჩუკის უმე-ს თემი მეორე წელია უკვე ღვთისმშობლის შობის საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს ტაძარში, რომელიც შენდება მეუ-ს რეიდერთა მიერ მიტაცებულის ნაცვლად.
2021 წლის 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ზასტავნოვსკის სამრევლოს სოფელ ბოიანჩუკის მეუ-ს რეიდერობისგან დაზარალებულმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემმა საუფლო დღესასწაული მშენებარე ტაძარში აღნიშნა, იუწყება თავის Facebook გვერდზე ჩერნოვიც-ბუკოვინის ეპარქია.
ეს უკვე მეორე საუფლო დღესასწაულია მშენაბარე ტაძარში მას შემდეგ, რაც 2018 წლის დეკემბერში, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, განხეთქილების მონაწილეებმა მიიტაცეს უმე-ს ტაძარი. თუ 2019 წელს დევნილი თემის მორწმუნეები აღნიშნავდნენ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს კარავში, 2020 წლიდან ისინი აღნიშნავენ ტაძარში, თუმცა მშენებარეში. საუფლო დღესასწაულისთვის დაყენებული იყო ახალი კანკელი, რომელზეც თანხების შეგროვებას ითხოვდა ბოიანჩუკის მართლმადიდებელი თემი.
„წელს საუფლო დღესასწაულის სიხარული ტაძრის წინამძღვართან, მღვდელ ალექსანდრე გოლიანოვსკისთან ერთად გაიზიარეს მიტროფორულმა დეკანოზმა თეოდორე კოროლმა და დიაკვანმა ბასილი გოლბანმა. ღვთისმსახურების შემდეგ ჩატარდა ლიტანიობა ტაძრის გარშემო ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ხატით, სახარების კითხვით და ხალხზე და ტაძარზე ნაკურთხი წყლის პკურებით“, - იუწყება უმე-ს ჩერნოვიცის ეპარქია.
როგორც მჟკ იუწყებოდა, რეიდერობისგან დაზარალებული ბოიანჩუკის თემი ტაძრის მშენებლობისთვის დახმარებას ითხოვს.