დეპუტატმა მოუწოდა უუს-ს გამოიძიოს „პროვოკაციები“ ბართლომეს ვიზიტის დროს

25 September 2021 22:40
35
სახალხო დეპუტატმა მოუწოდა უუს-ს გამოიკვლიონ  ფანარიონის მეთაურის ვიზიტის არსებული «პროვოკაციული» ქმედებები. ფოტო: capital.ua სახალხო დეპუტატმა მოუწოდა უუს-ს გამოიკვლიონ ფანარიონის მეთაურის ვიზიტის არსებული «პროვოკაციული» ქმედებები. ფოტო: capital.ua

ანტონ პოლიაკოვი თვლის, რომ მის-დან გაჟღერებული ინფორმაცია თითქოსდა მომზადებულ პროვოკაციებზე ფანარიონის მეთაურის კიევში ვიზიტის დროს სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული.

უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატმა და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ექს-წარმომადგენელმა ანტონ პოლიაკოვმა მიმართეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს შეემოწმებინათ ინფორმაცია „პროვოკაციის“ მომზადების თაობაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქის უკრაინაში ვიზიტის დროს. ამის შესახებ მან განაცხადა თავის ფეისბუქ-გვერდზე ოთხშაბათს, 22 სექტემბერს.

სახალხო დეპუტატის აზრით, სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ განცხადებები „პროვოკაციების მომზადებისა და ჩატარების თაობაზე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს“, რომელიც მის-ებში ტირაჟირებული იყო ამა წლის აგვისტოში.

„როგორც წესი, ასეთი პროვოკაციები, იქმნება ერთი მიზნით , კერძოდ - თითქოსდა აჩვენოს განხეთქილება საზოგადოებაში, ცალკეული კონფესიების მორწმუნეთა შევიწროება და შეარყიოს უკრაინელი ნაციის ერთიანობა. ასეთი ქმედებები და ასევე აღნიშნული ინფორმაცია მის-ში, ჩემის აზრით, უნდა იყოს შემოწმებული სათანადოდ, რამდენადაც უშუალოდ ეხება ქვეყნისა და მთლიანად მოქალაქეების უსაფრთხოებას“, -დაწერა მან.

დეპუტატის თხოვნაში, რომელიც ასევე გამოაქვეყნა პოლიაკოვმა, მან დააზუსტა, რომ საჭიროა  გამოძიება მის-ში გადმოცემული ფაქტების აგს „ბრსმ-ნაფტა“-ს ქსელისა და მისი მესაკუთრის ანდრეი ბიბას მიერ მსოფლიო პატრიარქის ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების და ასევე უკრაინაში რმე-ს საქმიანობის  დაფინანსების თაობაზე“.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ლვოვის „მემარჯვენე სექტორი“ ღიად იმუქრებოდა მიეღო „რადიკალური ზომები“ მეწარმე ანდრეი ბიბასთან - მეცენატთან მიმართებაში, რომლის წყალობითაც მხოლოდ ბოლო ხანებში დასავლეთ ოლქებში აიგო უმე-ს 10 ტაძარი მიტაცებულის სანაცვლოდ. თავიანთი მუქარები და მოთხოვნები რადიკალებმა გააჟღერეს „ბრსმ-ნაფტას“ ერთ-ერთ ბენზინგასამართ საგურზე.

ასევე მჟკ წერდა, რომ მეუ-ს მის-ი „ერისკაცებს“ მიაწერს ფანარიონის მეთაურზე თავდასხმის გეგმებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ