დუმენკომ დაარწმუნა ხარკოვის ხელისუფლება, რომ მეუ- უდიდესი ეკლესიაა

22 September 2021 23:10
56
მიხეილ ჩერნიაკი და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: pomisna.info მიხეილ ჩერნიაკი და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: pomisna.info

დუმენკო დარწმუნებულია, რომ ზუსტად სოციალური გამოკითხვები „დამაჯერებლად ცხადყოფენ“, რომ მეუ არის  ყველაზე დიდი რელიგიური კონფესია უკრაინაში.

2021 წლის 20 სექტემბერს ეპიფანე დუმენკომ ხარკოვის ხელისუფლებას უთრა, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მეუ არის უკრაინის უდიდესი რელიგიური კონფესია, იუწყება უკრაინელი სქიზმატიკოსების ოფიციალური საიტი.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის თავჯდომარის დროებითი მოვალეობის შემსრულებელ მიხაილ ჩერნიაკთან  „ცალკე სამსახურებრივი შეხვედრის“ დროს, მეუ-ს ხელმძღვანელმა დუმენკომ ისაუბრა ბოლო წლების სოციოლოგიურ გამოკვლევებზე, რომლებიც მისი სიტყვებით, „დამაჯერებლად ცხადყოფენ, რომ მეუ არის უკრაინის უმსხვილესი რელიგიური თემი“.

გარდა ამისა, დუმენკომ ჩერნიაკს განუცხადა, რომ იცის „მეუ-ს მოწინააღმდეგეთა საინფორმაციო შეტევების შესახებ“, მაგრამ მისი ორგანიზაცია „იზრდება და ხდება უფრო ძლიერი, ხოლო მოწინააღმდეგეებს „არაფრის გაკეთება  არ შეუძლიათ“.

ადრე მჟკ წერდა, რომ ნაციონალური პოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების საკითხებში  უკრაინის სახელმწიფო სამსახურის ანგარიშის თანახმად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რჩება უკრაინის უმსხვილეს კონფესიად და  01.01.2021 წლის  მდგომარეობით თავის შემადგენლობაში ითვლის 12 406 რელიგიურ ორგანიზაციას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ