ჩერნიგოვოს ეპარქიაში იუწყებოდნენ უმე-ს წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციაზე

21 September 2021 23:30
30
ასეთი წარწერები იყო მიკრული უმე-ს ჩერნიგოვის ტაძრის ჭიშკარზე. ფოტო: orthodox.com.ua ასეთი წარწერები იყო მიკრული უმე-ს ჩერნიგოვის ტაძრის ჭიშკარზე. ფოტო: orthodox.com.ua

ჩერნიგოვოში უცნობებმა ჩაატარეს  დაგეგმილი პროვოკაცია უმე-ს დისკრედიტაციის მიზნით.

ხუთშაბათს, 16 აგვისტოს, უცნობებმა გააკრეს პროვოკაციული ფურცლები უმე-ს საკათედრო ტაძრისა და ჩერნიგოვოს მონასტრის ჭიშკრებზე, იუწყებოდა უმე-ს ჩერნიგოვოს ეპარქიის პრეს-სამსახური.

სამების საკათედრო ტაძრისა და მიძინების დედათა მონასტრის ჭიშკრებზე გაკრული ფურცლები შეიცავდნენ ობიექტის დასახელებას, მაგრამ უფრო მსხვილი და მუქი შრიფტით იყო მინაწერი: „რუსეთის ფედერაციის“ და მითითება უკრაინის კანონის მე-12 სტატიაზე - სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების (სახელწოდების  შეცვლის) თავისუფლების შესახებ. ფურცლები ისე იყო გაკრული, თითქოს ეს თვით  უმე-ს წარმომადგენლებმა გააკეთეს.

ამასთამ ერთად, სოცქსელებში გაშალეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ზიზღის კამპანია. ჩერნიგოვოს ეპარქიაში თვლიან, რომ სწორედ ეს კამპანია წარმოადგენს იმ ამოცანების ამოხსნის გასაღებს, რომლებსაც ფურცლების ავტორები ისახავდნენ.

მაგალითად, იგივე 16 აგვისტოს, როდესაც აღმოჩენილი იყო გაკრული ფურცლები, დილის 8:59 ადგილობრივმა აქტივისტმა ქალმა დარინა კოზუბოვამ Facebook-ზე გამოაქვეყნა ფურცლის ფოტო, რომელიც ვიღაცის უჭირავს ხელში. „დღეს დილით ჩვენმა ქალებმა მოხსნეს ელეცკის მონასტრის კედლიდან“, - დაწერა მან, თანაც უცენზურო ლექსიკით გამოხატავდა თავის აღშფოთებას. ინფორმაცია ამ ფურცლების შესახებ ისე იყო მოწოდებული, თითქოს ისინი თვით მონაზვნებმა გააკრეს. 

უმე-ში რეაგირებდნენ ცილისწმებაზე და ზიზღზე მორწმუნეთა მიმართ.

 „ეს არის ყველა მღვდელმსახურისა და მორწმუნის შეგნებული დამცირება, - განაცხადეს ჩერნიგოვოს ეპარქიაში. - აქ ლაპარაკი არ არის პატივსა და ღირსებაზე. უკრაინის კონსტიტუციის 35 სტატია ყველას აძლევს მსოფლმხედველობასა და სარწმუნოებაზე თავისუფლების უფლების გარანტიას. ეს უფლება მოიცავს ნებისმიერი რელიგიის რწმენის თავისუფლებას ან სრულიად რწმენის გარეშე ცხოვრებას, რელიგიური კულტებისა და რიტუალების დაუბრკოლებლად, მარტო ან კოლექტიურად ჩატარებას, რელიგიური საქმიანობის წარმოებას. ანალოგიური მდგომარება დადასტურებულია უკრაინის კანონის მე-3 სტატიაში „სინდისის თავისუფლებასა და რელიგიურ ორგანიზაციებზე“. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნიგოვოს ეპარქიის მმართველობა თვლის, რომ 2021 წლის 16 სექტემბერს განხორციელებული დაგეგმილი პროვოკაცია და სოციალურ ქსელებში გაშლილი საინფორმაციო კამპანია წარმოადგენს რელიგიურ ორგანიზაციებზე გავლენისა და კონტროლის დაწესების მცდელობას, ამიტომ ითხოვს მსოფლმხედველობისა და სარწმუნოების თავისუფლების საკონსტიტუციო პრინციპის დაცვას და დახმარებას უკრაინაში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაზე დეზინფორმაციის შეჩერებაში. 

როგორც მჟკ იუწყებოდა, არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ უმე-ს სახელის შეცვლა იგივეა, რაც უკრაინისთვის სახელის შეცვლა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ