კიევში ჰომოსექსუალისტების მარში გაიმართა
ლგბტ-მარშის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნაა № 5488 კანონპროექტის მიღება, რომელიც განახორციელებს ახალ პასუხიმგებლობას ლგბტ დისკრიმინაციის გამო.
19 სექტემბერს კიევში გაიმართა ლგბტ-მარში KyivPride-2021, რომელიც დაიწყო 11.00 და გაგრძელდა საათნახევარი, იუწყება strana.ua.
სამართალდამცავებმა შემოსაზღვრეს და გადაკეტეს ქუჩები, რომლებზეც ჩაიარა ლგბტ-მონაწილეთა კოლონამ. აქციის დაწყების წინ სამართალდამცავებმა დააკავეს ცხრა ადამიანი 18-დან 48 წლამდე, რომლებიც მონაწილეებისთვის ფეკალიებით სავსე პრეზერვატივების დაშენას აპირებდნენ.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 8 ათასმა ადამიანმა, მაგრამ პოლიციის ანგარიშით მარშზე მხოლოდ 3 ათასამდე ადამიანი იყო.
მარშის მონაწილეები სკანდირებდნენ: «Бунтуй, вставай, права не отдавай» (აჯანყდი, ადექი, უფლებეი არ დაკარგო) და «Права человека – превыше всего» (ადამიანის უფლებები ყველაფერზე მაღლა დგას).
ლგბტ-მარშის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნაა № 5488 კანონპროექტის მიღება, რომელიც განახორციელებს ახალ პასუხიმგებლობას ლგბტ დისკრიმინაციის გამო. მინისტრთა კაბინეტმა კანონპროექტი რადაში ჯერ კიდევ მაისში შეიტანა, მაგრამ „თანასწორობის მარშამდე“ ცოტა ხნით ადრე ის ჩართეს დღის წესრიგში და უახლოეს მომავალში გეგმავენ მის განხილვას.
ლგბტ-მარშში სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს: კანადის ელჩმა უკრაინაში რომან ვაშჩუკმა, ევროპარლამენტის დეპუტატმა რებეკა ჰარსმა, უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ნეფედოვმა.
თანასწორობის მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ უფლებების დასაცავად შეიკრიბნენ შევჩენკოს პარკში. ორგანიზაციების „ტრადიცია და წესრიგის“, „მარჯვენა სექტორისა“ და „ქრისტიანული ფრონტის“ წარმომადგენლებმა დადგეს რამდენიმე კარავი და ითხოვდნენ ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვას. მონაწილეებს ხელში პლაკატები ეჭირათ „სოდომი - ჯოჯოხეთის გზაა“.
ლგბტ-მარშის წინ წარსდგა სახალხო დეპუტატი ჯგუფიდან „მომავლისთვის“ ვიქტორ მიალიკი პლაკატით „ღმერთი, უკრაინის კონსტიტუცია და ადამიანის ბუნება ქვეყანაში ლგბტ-ს წინააღმდეგ“.
უცნობი ქალი აგრეთვე ცდილობდა ლგბტ-კოლონის შეჩერებას, ის დაწვა მარშის მონაწილეთა წინ და ამის გამო მოძრაობა დროებით შეჩერდა. ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და ის იქედან გამოიყვანეს.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, ხარკოვში ჩატარდა ლგბტ-მარში „ხარკოვ პრაიდი“.