მეუ-ს ავტოკეფალია - ეკლესიის ერთიანობის დანგრევის საშუალებაა, - სმე იერარქი
ბაჩის ეპისკოპოსი ირინეუსი თვლის, რომ მეუ-ს ავტოკეფალია გახდა საცდური და დაბრკოლების ლოდი, ის არ ემსახურება სამღვდელო ზრუნვას მორწმუნეთა სულების საცხოვნებლად.
2021 წლის 16 სექტემბერს კონფერენციაზე „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებითობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე“, რომელიც ტარდებოდა ონლაინ-რეჟიმში, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეუსმა (ბულოვიჩი) განაცხადა, რომ მეუ-ს ავტოკეფალია - მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის დანგრევის იარაღი და საშუალებაა, იუწყება საიტი «Патриархия.ру».
თავის მოხსენებაში „საეკლესიო ავტოკეფალია გუშინ და დღეს“ ეპისკოპოსმა ირინეუსმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინელ განხეთქილების მონაწილეებისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე საუბრისას, ხაზი გაუსვა, რომ „ავტოკეფალია უნდა ყოფილიყო ეკლესიის კრებითობისა და ერთიანობის დასტური და სიძლიერე, რეალურად კი ის საცდური და დარკოლების ლოდი გახდა“.
სერბეთის ეკლესიის იერარქის აზრით, მეუ-ს ავტოკეფალია „არ ემსახურება არა მარტო მართლმადიდებლური რწმენის სიძლიერეს და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულის ზრდას, არამედ პირველ რიგში ის არ ემსახურება სამოძღვრო სოტერიოლოგიურ ზრუნვას მორწმუნეთა სულების საცხოვნებლად“.
პირიქით, დარწმუნებულია მეუფე, დღეს ეს ავტოკეფალია „გამოიყენება როგორც ეკლესიის ერთიანობის დარღვევის იარაღი და საშუალება მართლმადიდებელი ეკლესიოლოგიის რედეფინიციის ტენდენციასთან ერთად“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ უმე-ს იერარქები გამოვიდნენ კონფერენციაზე მოხსენებებით ეკლესიაში პირველობის შესახებ.