მოსკოვში დაიწყო მუშაობა კონფერენციამ ეკლესიაში პირველობისა და კრებითობაზე
კონფერენციის მუშაობა გახსნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.
2021 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში დაიწყო მუშაობა კონფერენციამ - „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებითობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე“, იუწყება «Патриархия.ru».
ღონისძიება ტარდება ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის სერგის დარბაზში.
კონფერენციის მუშაობა გახსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.
„თემა, რომლის განხილვასაც ჩვენ დღეს ვიწყებთ, თავისი მნიშვნელობისა და აქტუალობის მხრივ ეჭვს არ იწვევს. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში შექმნილი ვითარება დიდ შეშფოთებას იწვევს. სიტუაცია, რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროში შეიქმნა, შეიძლება შეფასდეს როგორც კრიზისული. კრიზისზე მეტყველებენ მართლმადიდებლებს შორის სერიუზული უთანხმოებები იმის გამო, როგორ უნდა გვესმოდეს მსოფლიო მართლმადიდებლობის მოწყობა, რას ვგულისხმობთ პირველობასა და კრებითობაში, როგორ ვუთანხმებთ ეკლესიის კანონიკურ წყობას ეკლესიური მმართველობის სფეროში მოღვაწეობას“, - მიმართა პატრიარქმა კირილემ დამსწრეებს.
მჟკ წერდა, რომ კონფერენცია ჩატარდება 16 და 17 სექტემბერს რმე-ს, უმე-ს წარმომადგენლებისა და სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან სტუმრების მონაწილეობით. ღონისძიების მიზანია შექმნას სადისკუსიო მოედანი ეკლესიის ისეთი საკითხების საღვთისმეტყველო განხილვისთვის, რომლებსაც კავშირი აქვთ ეკლესიის ბუნებასა და მოწყობასთან: პირველობა, კრებითობა, ავტოკეფალიის მინიჭების წესი.