ერისკაცები იუწყებოდნენ ლვოვის სსა მოხელის - მეუ-ს პროპაგანდისტის დათხოვნას

17 September 2021 19:20
16
დიმიტრი გორევოი და მეუ-ს მეთაური ეპიფანე დუმენკო. ფოტო: facebook.com/dmytrohoryevoy დიმიტრი გორევოი და მეუ-ს მეთაური ეპიფანე დუმენკო. ფოტო: facebook.com/dmytrohoryevoy

2021 წლის 15 სექტემბრიდან დიმიტრი გორევოი აღარ ასრულებს ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის რელიგიათა და ეროვნებების განყოფილების უფროსის მოვალეობებს.

კულტურის, ეროვნებებისა და რელიგიების საკითხების დეპარტამენტმა „საკუთარი სურვილით“  დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის მოხელე დიმიტრი გორევოი, რომელიც აღვივებდა რელიგიურ შუღლს, იუწყებოდნენ საზოგადოებრივ კავშირში «Миряне» (ერისკაცები).

ორგანიზაციის тг-არხზე გამოაქვეყნეს შესაბამისი დოკუმენტი, მიღებული მისი მოთხოვნით ლვოვის სსა-დან. მასში აღნიშნულია, რომ გორევოი განთავისუფლებულია რელიგიათა და ეროვნებების განყოფილების უფროსის დაკავებული თანამდებობიდან 2021 წლის 15 სექტემბრიდან.

 „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იდეური მოწინააღმდეგე დიმიტრი გორევოი ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის კულტურის, ეროვნებებისა და რელიგიების საკითხების დეპარტამენტის ბრძანებით 09.09.2021 განთავისუფლებულია რელიგიათა და ეროვნებების განყოფილების უფროსის თანამდებობიდან. გორევოი განთავისუფკებულია საკუთარი სურვილით. ჩვენ კი ვიცით, რომ მისი „სურვილი“ ნაკარნახევია“, - ხაზი გაუსვეს  «Миряне»-მ.

მანამდე უმე-ს მორწმუნეებმა განაცხადეს, რომ იბრძოლებენ მეუ-ს პროპაგანდისტის დიმიტრი გორევოის დათხოვნისთვის, რომელიც, ლსსა რელიგიებისა და ეროვნებების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას, საჯაროდ აგრძელებს მასმედიაში ზიზღისა და შუღლის გაღვივებას  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.

 «Мирян»-ს სარჩელით, სასამართლომ დაავალდებულა პოლიცია დაიწყოს სისხლის სამართლის საქმე გორევოის მიმართ. თვით ლსსა-ში განაცხადეს, რომ ვერ ხედავენ  მოხელის დათხოვნის საფუძველს. მორწმუნეებმა კულტურის სამინისტროს მიმართეს, ვინაიდან დეპარტამენტი, სადაც გორევოი მუშაობს, მის დაქვემდებარებაშია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ