უმე-ს კლირიკოსი ჩერკასკის ტაძრის მიტაცების შესახებ: „ღმერთი არ აკურთხებს ცემას და კვლას“

22 October 17:48
1193
უმე-ის უჟგოროდის წმიდა ჯვრის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი დიმიტრი სიდორი. ფოტო: lem.fm უმე-ის უჟგოროდის წმიდა ჯვრის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი დიმიტრი სიდორი. ფოტო: lem.fm

დეკანოზმა დიმიტრი სიდორმა განაცხადა, რომ ჩერკასკის ტაძრის მიტაცება ბარბაროსობა და ვანდალიზმია.

18 ოქტომბერს, ჩერკასკის უმე-ს საკათედრო ტაძრის მიტაცების შემდეგ, უჟგოროდის ქრისტე მაცხოვრის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დიმიტრი სიდორმა თავის ქადაგებაში, რომელიც გამოქვეყნებულია YouTube-ზე, გამოხატა დამოკიდებულება მომხდარი ფაქტის გამო. მან დაგმო თავდამსხმელთა ქმედებები და მათ „ბარბაროსობა და ვანდალიზმი“ უწოდა.

ურწმუნო ადამიანებზე მამა დიმიტრიმ თქვა, რომ ეს მათი უფლებაა - არ იარონ ეკლესიაში. მაგრამ, ხაზი გაუსვა მან, მათ არ აქვთ იმის უფლება, რომ  ჯოხით და გაზით ტაძრიდან ხალხი გამოყარონ.

მღვდელმსახურის აზრით, ჩერკასკის მოვლენები მორწმუნეთა გამოცდაა: „უფალი ზოგჯერ უშვებს იმას, - თქვა დეკანოზმა დიმიტრიმ, - რომ ურდო გაშმაგებული ხალხისა შეიჭრას ტაძარში და მის ტერიტორიაზე“. თავდამსხმელები მან დაახასიათა როგორც „უფლის გზაზე მდგარი სატანისტთა ურდო“.

დეკანოზმა მიმართა მორწმუნეებს მოწოდებით, რომ შეინარჩუნონ სიმტკიცე და რწმენა: „ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ და საერთო ჯვარი გვაქვს... ჩვენ ვხარობთ, გვდევნიან და ვხარობთ, გვადანაშაულებენ და ვხარობთ - გავუფრთხილდეთ ჩვენს მართლმადიდებლურ  სარწმუნოებას, მიუხედავად ცილისწამებისა, დამცირებისა და შეურაცხყოფისა“.

მან აგრეთვე ხაზი გაუსვა ეკლესიის სამშვიდობო ბუნებას: „ღმერთია მოწმე, რომ ჩვენს ეკლესიაში მშვიდობიანი ხალხია... ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არასდროს არ აკურთხებდა ცემას, ღმერთი არასდროს არ აკურთხებდა კვლას“.

თავის ქადაგებაში მამა დიმიტრომ მორწმუნეებს მოუწოდა დაიცვან თავიანთი სარწმუნოება: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გადავცეთ ჩვენი რწმენა შვილებს და შვილიშვილებს... უფალი არ აკურთხებს ვინმეს დევნას. მხოლოდ ერთი რამ არის მთავარი - გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ჩვენს ღვთისგან ბოძებულ რელიგიას“.

როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს მღვდლის დიმიტრი სიდორის აზრით, სახალხო დეპუტატები, რომლებმაც უმე-ს აკრძალვას მისცეს ხმა, თავად განეშორენ ღვთის სასუფეველს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ