მიტროპოლიტი ლუკა: ჩერკასკის ტაძარი ჯოჯოხეთის ფილოსოფიის მიმდევრებმა მიიტაცეს

22 October 17:33
1206
მიტროპოლიტი ლუკა. ფოტო: Телеграм-канал митрополита Луки მიტროპოლიტი ლუკა. ფოტო: Телеграм-канал митрополита Луки

მიტროპოლიტმა ლუკამ განაცხადა, რომ ჰელოუინი ჯოჯოხეთის რეკლამაა, რომელიც ბოროტების თაობას აყალიბებს.

ზაპოროჟსკის და მელიტოპოლის მიტროპოლიტმა ლუკამ თავის Telegram-არხზე გამოხატა შეშფოთება იმ გავლენის გამო, რომელსაც  ჰელოუინი და თანამედროვე კულტურა ახდენს  ბავშვთა აღზრდაზე. თავის მიმართვაში მან მიუთითა იმ კავშირზე, რომელიც არსებობს ბავშვთა დაწესებულებებში აღზრდასა და საზოგადოებაში ბოროტებისა და ძალადობის გაზრდას შორის. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი აღზრდა იწვევს იმ ადამიანთა  გამოჩენას, რომლებიც ძალადობის, ვანდალიაზმისა და ღალატის აქტებს აწყობენ, როგორც ეს მოხდა ცოტა ხნის წინ ჩერკასკის ტაძრის მიტაცების დროს. მეუფე გვაფრთხილებს, რომ ბოროტებისა და მისი სიმბოლოების მსგავს „რეკლამას“, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებშია გავრცელებული, შეიძლება მომავალში  საზოგადოებისთვის სერიუზული შედეგები მოყვეს.

„ბოროტება არ არის ადამიანის ბუნების თვისება, ის ჩვენში გარედან შემოდის“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა და პავლე მოციქულის სიტყვები მოიყვანა, რომლებიც ეხება ბრძოლას არა ადამიანთა წინააღმდეგ, არამედ “ბნელი საწუთროს მპყრობელთა” (ეფ. 6:12). მან ხაზი გაუსვა, რომ ადამიანები, რომლებიც ბოროტების ფილოსოფიის მიმღებლები არიან, ეშმაკის იარაღები ხდებიან. მისი სიტყვებით, ეს გამოვლინდა ცოტა ხნის წინ ჩერკასკის ტაძრის მიტაცებისას, სადაც მოქმედებდნენ ისინი, ვინც „გადაწყვიტა, რომ ძალა, ძალაუფლება, ფული და დიდება ცხოვრების ჭეშმარიტ აზრს წარმოადგენს“.

უმე-ს იერარქმა აღნიშნა, რომ ეს შემთხვევითი პროცესი კი არ არის, არამედ მიზანდასახული გავლენაა, რომელიც  განათლების მეშვეობით ხორციელდება, დაწყებული საბავშვო ბაღებიდან და სკოლებიდან. „როდესაც ეს თაობა გაიზრდება, ის თავის გარშემო სწორედ ასეთი რეალობის მოწყობას დაიწყებს“, - განაცხადა მან. მეუფე  გვაფრთხილებს იმ აღზრდის შედეგების შესახებ, რომელიც ბოროტებისა და ძალადობის სიმბოლიკას ეფუძნება.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მანამდე უმე-ს იერარქმა კომენტარი გააკეთა რეიდერთა ქმედებებზე, რომლებმაც ჩერკასკის ეპარქიის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ