ლვოვის უმე-ს თემის კომენტარი დუმენკოს მიერ ტაძრის ადგილის „კურთხევაზე“
ლვოვის უმე-ს ვლადიმერის ტაძრის წინამძღვარი შოკირებულია იმით, რამდენი პოლიციელი იცავდა მეუ-ს უკანონო ქმედებებს.
უმე-ს ლვოვის ეპარქიის მოციქულთასწორ ვლადიმერ დიდის სახელობის ტაძრის გაერთიანებამ გააკეთა განცხადება ეპიფანე დუმენკოს მიერ მეუ-ს ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობის ადგილის მიწის ნაკვეთის „კურთხევის“ თაობაზე, რომელიც თავის დროზე ქალაქის ხელისუფლებამ უმე-ს მიაკუთვნა. განცხადება, გამოქვეყნებული „მართლმადიდებელი ჟურნალისტის“ («Православный журналист») youtube-არხზე, წაიკითხა უმე-ს წმინდა ვლადიმერის გაერთიანების წინამძღვარმა, დეკანოზმა ვლადიმერ კუზიომ.
ის ყვებოდა, რომ მრევლი შოკირებული იყო პოლიციის რაოდენობით, რომელმაც შემოსაზღვრა უკანონო მშენებლობის ადგილი, სადაც სერგეი დუმენკო ატარებდა „კურთხევას“. „საშინელი სანახავია პოლიციის, ნაციონალური გვარდიის ის რაოდენობა, რაც ამ ადგილის დასაცავად შეკრიბეს, - თქვა მამა ვლადიმერმა. - დღეს ჩვენ შევეჩეხეთ კანონის უგულებელყოფას და დანაშაულებრივ ქმედებებს“.
მან აღნიშნა, რომ მეუ-ს არავითარი მშენებლობის უფლება არ აქვს ნაკვეთზე, რომელიც ხელისუფლებამ უმე-ს გაერთიანებას გადასცა.მისი სიტყვებით, გაერთიანებამ ყველა სასამართლო დავა მოუგო განხეთქილების მონაწილეებს.
მჟკ წერდა, რომ მეუ-ს უფლება არ აქვს აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები ამ ნაკვეთზე. 1991 წელს ქალაქმა ეს მიწა უმე-ს გაერთიანებას მიაკუთვნა, რომელმაც თითქმის დაასრულა იქ დიდი ქვის ტაძრის მშენებლობა წმინდა თავად ვლადიმერის სახელზე. 1993 წელს ტაძარი მიიტაცეს ფილარეტის განხეთქილების მონაწილეებმა და დროთა განმავლობაში უმე-ს მორწმუნეებმა მის გვერდით ააშენეს პატარა ხის ეკლესია - ისიც წმინდა თავად ვლადიმერის სახელობის. ახლა ორივე ტაძარი (უმე-ს და მეუ-ს) ერთ მისამართზე მდებარეობს - ჩერვონი კალინის გამზირი, 89.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ლვოვში დუმენკომ პოლიციის დაცვით მომავალი ტაძრის ადგილი „აკურთხა“.