უმე-ში კომენტარი გააკეთეს ლათინურზე გადასვლის მოწოდებებზე

17 September 2021 00:00
21
ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი), უმე-ს საქმეთამმართველი. ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი), უმე-ს საქმეთამმართველი. ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy

უკრაინამ ბედნიერად რომ იცხოვროს, ანბანების შეცვლა საჭირო არ არის, უნდა შეწყდეს სახელმწიფო ქონების ფლანგვა და ზიზღის გავრცელება, თვლის უმე-ს საქმეთა მმართველი.

გამონათქვამები იმის შესახებ, რომ უკრაინა ღარიბია იმიტომ, რომ ლათინურს კი არა, კირილიცას იყენებს, სისულელეა, აღნიშნა მეუ-ს საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) პორტალ „მართლმადიდებლურ ცხოვრებასთან“ («Православная жизнь») ინტერვიუში.

მეუფე ანტონმა ყურადღება მიაქცია არეულობას  პროფესიონალ „პატრიოტთა“ თავებში.

“ერთი მხრივ, მათ ძალიან უყვართ კიევის რუსეთის დიდებული ეპოქისა და ზაპოროჟიეს კაზაკების გმირული დროის  გახსენება,  მეორე მხრივ კი, თავს ესხმიან იმას, რაც ძველი რუსებისთვის და კაზაკებისთვის  უმთავრესი იყო, - აღნიშნა მან.

გვიწევს სენტენციების მოსმენა, რომ უკრაინა იმიტომ არის ღარიბი და იმიტომ არ შეუძლია გაევროპელება, რომ „განვითარებული ევროპული სახელმწიფოებისგან გამსხვავებით, ჩვენ სხვა ენა და სხვა ანბანი გვაქვს. ამაზე მეტი სისულელე რა გინდათ? იგივე კიევის რუსეთი, რომელმაც შეგნებულად აირჩია ბიზანტიური ქრისტიანობა დასავლეთის ლათინურის ნაცვლად, თავის დროზე ევროპის უძლიერესი და მეტად კულტურული სახელმწიფო იყო. ძველი რუსების განათლების დონე ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ბევრი მათი თანამედროვე ევროპელის. განა კირილიცა ამას ხელს უშლიდა? განა მართლმადიდებლობა ხელს უშლიდა? ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ცოტა მაინც იცნობს ისტორიას, ეს კითხვები რიტორიკულია“.

მიტროპოლიტმა ანტონმა შეადარა ანბანის შეცვლის მცდელობით უკრაინის ეკონომიკური პრობლემების გამოსწორება მტკიცებულებებს, რომ მეუ-ს შექმნა მოაგვარებს ეკლესიის განხეთქილების პრობლემას.

„როდესაც ახლა ვინმე იწყებს საყვედურს უკრაინის თანამედროვე ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გამო, ამაში კი მართლმადიდებლობას და კირილიცას ადანაშაულებს, მან თავის თავს სეროუზული კითხვა უნდა დაუსვას: ნუთუ მართლმადიდებლობა დამნაშავეა ტოტალურ კორუფციაში? - კითხულობს უმე-ს საქმეთა მმართველი. - ან იქნებ ლათინურ ანბანზე გადასვლა შეაჩერებს ფასების ზრდას კომუნალურ მომსახურებაზე? იქნებ მართლმადიდებლობაზე უარის თქმა პენსიების ზრდას შეუწყობს ხელს?

რა თქმა უნდა, არა. მთელი ეს სულელური ფანტაზიები იმის მსგავსია, რაც ჩვენ გვესმოდა ე.წ. მეუ-ს შექმნის წინ. თითქოს  ეს შეაჩერებს საეკლესიო განხეთქილებას. არ შეჩერა. აქაც ასეა.

მეუფე ანტონის სიტყვებით, ახლა ერთადერთი, რაც ქვეყანას გააერთიანებს - ეს მართლმადიდებლობაა, კირილიცა კი ჩვენს წინაპრებთან გვაახლოვებს.

 „უკრაინამ ბედნიერად რომ იცხოვროს, ანბანების ცვლა საჭირო არ არის, არამედ ბანალურად სახელმწიფო ქონების მართვა უნდა შეწყდეს, ხალხის დაყოფა უნდა შეწყდეს, ზიზღის გავრცელება უნდა შეწყდეს, ხალხის მოტყუება უნდა შეწყდეს. და რაც უკვე არა ერთხელ თქმულა, საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. და პირდაპირ დღეს უნდა დავიწყოთ“, - დაასკვნა მან. 

როგორც მჟკ იუწყებოდა, უკრაინის ნაციონალურმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭომ მხარი დაუჭირა კირილიცაზე უარის თქმას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ