მალაია ლიუბაშაში მეუ-ს მიერ მიტაცებულის სანაცვლოდ ახალ ტაძარს აშენებენ
მეუ-ს მომხრეების მიერ უმე-ს ტაძრის მიტაცების შემდეგ სოფელ მალაია ლიუბაშაში საფუძველი ჩაუყარეს ახალი ტაძრის მშენებლობას.
2021 წლის 12 სექტემბერს როვენის ოლქის სოფელ მალაია ლიუბაშაში ჩადეს კაფსულა და ქვა ადგილას, სადაც დაიწყება ახალი ტაძრის აღმართვა, მეუ-ს მომხრეების მიტაცებულის სანაცვლოდ. ამ მოვლენის აღსანიშნავ დღესასწაულს უხელმძღვანელა სარნისა და პოლესიეს მიტროპოლიტმა ანატოლი, იუწყება მჟკ-ს კორესპოდენტი.
ეკლესიის მშენებლობის ფუნდამენტი უმე-ს მორწმუნეებმა ჩაასხეს ჯერ კიდევ ამა წლის აგვისტოს დასაწყისში, სამშენებლო მასალაც ამ დროს შემოიტანეს, რომელიც შეიძინეს შემოწირული თანხით.
"მიწის ნაკვეთის ყიდვაში დაგვეხმარნენ გულისხმიერი ადამიანები,- აღნიშნა მამა ალექსეი ონიშუკმა. - მე მივმართე მჟკ-ს თხოვნით გამოექვეყნებინათ სტატია, სადაც ჩვენი თემი ითხოვს დახმარებას მიწის ნაკვეთის შეძენაში. ამ მასალის გამოქვეყნებისთანავე საიტზე დაიწყო ფულის გადარიცხვა, შემდეგ გამოგვეხმაურა ბიზნესმენი ანდრეი ბიბა და გვიყიდა 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც უკვე დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები".
საძირკველის ჩაყრის დღეს უმე-ს რელიგიური თემის მხარდასაჭერად, რომელსაც მეუ-ს რეიდერებმა წაართვეს ეკლესია, ჩამოვიდნენ მღვდელმსახურები და მრევლი მეზობელი დასახლებული პუნქტებიდან.
მეუფე ანატოლიმ ქვის სადღესასწაულო ჩადების შემდეგ სამადლობელი და მხარდასაჭერი სიტყვით მიმართა უმე-ს მორწმუნეებს:
"პოლიტიკურმა მოცემულობამ სოფელში განხეთქილება შემოიტანა,- თქვა მიტროპოლიტმა.- ჩვენ ყველაფერი ეს ნათლად გვესმის და ვღებულობთ ყველაფერს როგორც არის. მე მოხარული ვარ თქვენს გამო, რომ შეინახეთ თქვენი წინაპრების რწმენა და ახლა გადასცემთ თქვენს შთამომავლობას ამ ეკლესიაში, რომელსაც ააშენებთ საკუთარი ხელებით. ღმერთმა მოგცეთ წყალობა და შემწეობა".
როგორც უმე-ს მორწმუნეები აღნიშნავენ, ამ მომენტიდან იწყება მშენებლობის აქტიური პროცესი. უკვე ორშაბათიდან ხელოსნები შეუდგებიან ტაძრის კედლების ამოყვანას. გეგმაშია ტაძრის გადახურვა ზამთრისთვის.
ამჟამად უმე-ს თემი ატარებს ღვთისმსახურებას მღვდლის სახლში, სადაცსალოცავად წინამძღვარმა გამოყო ორი ოთახი.
შეგახსენებთ, უმე-ს ეკლესიის ძალისმიერი მიტაცება მეუ-ს აქტივისტების მიერ სოფელ მალაია ლიუბაშაში მოხდა 2019 წლის 3 აპრილს.