სახალხო დეპუტატმა დაავალდებულა ეკლესია გადავიდეს გრიგორიანულ კალენდარზე

13 September 2021 23:05
27
სახალხო დეპუტატი ვიქტორ ბალუგა. ფოტო: povnatorba.blogspot.com სახალხო დეპუტატი ვიქტორ ბალუგა. ფოტო: povnatorba.blogspot.com

სახალხო დეპუტატის სიტყვებით, ქვეყნის გადასვლა ლათინურზე ბევრ დროს მოითხოვს,  საეკლესიო კალენდრის შეცვლა კი უკვე დღეს არის შესაძლებელი.

სახალხო დეპუტატმა ვიქტორ ბალოგამ დაავალდებულა ეკლესია გადავიდეს გრიგორიანულ კალენდარზე, რომ ჩამოშორდნენ „რუსულ სამყაროს“ და შობა და აღდგომა „მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან“ ერთად აღნიშნონ.

ამის შესახებ ბალოგამ დაწერა თავის Facebook გვერდზე.

 „ის, რომ ქვეყანას ჭირდება მსოფლმხედველობის შეცვლა, კერძოდ, ინგლისურის სწავლის დაწყება საბავშვო ბაღიდან, და არა მარტო ინგლისურის - ეს ეჭვგარეშეა. აგრეთვე ისიც, რომ „რუსულ სამყაროს“ ჩამოშორება კირილიცის შეცვლით ლათინურით, უფრო სწრაფად მოხდებოდა. მაგრამ ასეთი რთული საკითხები ბევრ დროს მოითხოვს, თაობების შეცვლის დონეზე. ამასთან ერთად, არის ისეთი რამ, რაც შეიძლება გაკეთდეს დღესვე, ყოველგვარი გადადების გარეშე. მაგალითად, სახელმწიფო დონეზე უნდა მოხდეს საეკლესიო დღესასწაულების სინქრონიზაცია გრიგორიანულ კალენდართან, რომ მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად აღვნიშნოთ შობა, აღდგომა და სხვა ქრისტიანული თარიღები. მით უმეტეს, რომ პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა და საზოგადოებამ ეს სრულიად უმტკივნეულოდ აღიქვა“, - განაცხადა ბალოგამ.

როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი კირილიცაზე უარის თქმის მომხრეა. 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ