უმე-ში შსს-ს უფროსს მოუწოდეს გააკონტროლოს კრასნოსელკაში მიტაცების საქმე
მიტ. ანტონმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავთა უმოქმედობისა და მიმნებლებობის გამო ბოლო წლებში მიტაცებულია უმე-ს ათობით ტაძარი.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსს დენის მონასტირსკის პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოს მეუ-ს მომხრეთა მიერ ვინიცის ოლქის სოფელ კრასნოსელკაში იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მიტაცების გამოძიება. ამის შესახებ უმე-ს საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) დაწერა მასალაში Vesti.ua-სთვის.
იერარქმა ყურადღება მიაქცია ზოგიერთი სამართალდამცავის რეაქციას, რომლებმაც არ ისურვეს დანაშაულებების შეწყვეტა, როგორც ეს კრასნოსელკაში მოხდა: პოლიცია იმყოფებოდა რეიდერული შეტაკების ადგილზე, მაგრამ ხელი არ შეუშალა მას. ეს კი, ხაზი გაუსვა მან, პირველი შემთხვევა არ არის: „ბოლო წლებში სამართალდამცავი ძალების მიმნებებლობით მიტაცებული იყო უმე-ს ათობით ტაძარი“.
ამასთან დაკავშირებით უმე-მ თხოვა შსს უფროსს შემდეგი:
პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოს როგორც უმე-ს იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მიტაცების გამოძიება კრასნოსელკაში, ასევე უკრაინის ყველა რეგიონში ეკლესიის ქონებაზე რეიდერული იერიშების კომპლექსური წინააღმდეგობის საკითხი;
შსს მმართველობითი აუდიტის ნაწილი გახდეს სამინისტროს საოლქო სამმართველოების მიერ უმე-ს რელიგიური გაერთიანებების საკუთრების მიტაცების პრობლემის რეაგირების ხარისხის თემატიკა;
უზრუნველყოფილი იყოს იმ პირთა პასუხისგებაში მიცემა, რომლებსაც კავშირი აქვთ ძალადობრივ ქმედებებთან უმე-ს ტაძრებზე და მორწმუნეებზე თავდასხმების დროს (შემსრულებლების, ორგანიზატორებისა და შესაბამისი დანაშაულებების თანამონაწილეების);
უზრუნველყოფილი იყოს სსა მოხელეთა პასუხისგებაში მიცემა, ვისაც კავშირი აქვთ უმე-ს რელიგიური გაერთიანებების უკანონო გადარეგისტრირებასთან მეუ-ს იურისდიქციაში.
„ჩვენ აგრეთვე გთავაზობთ საეკლესიო საკუთრების რეიდერული მიტაცების პრობლემის მოგვარების საკითხი შევიდეს იმ თემების ჩამონათვალში, რომლებიც განიხილება შინაგან საქმეთა მინისტრის უკრაინის პრეზიდენტთან პირდაპირი კონტაქტის დონეზე, ვინაიდან ის უშუალო მუქარას წარმოადგენს სამოქალაქო უსაფრთხოებასა და სტაბილურობისთვის მთელი ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში.
ჩვენი მხრიდან გამოვხატავთ მზადყოფნას სამართალდამცავ ორგანოებთან დიალოგისთვის ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით. უკრაინის საზოგადოებაში მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნება ხომ ჩვენს საერთო ინტერესს წარმოადგენს“, - დაასკვნა უმე-ს საქმეთა მმართველმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ 2021 წლის 3 სექტემბერს მეუ-ს მომხრეებმა მიიტაცეს იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი კრასნოსელკაში, რომელიც მანამდე პოლიციის მიერ იყო დალუქული. ტულჩინის ეპარქიაში დაგმეს ეს მიტაცება და გადაწყვიტეს წერილ-პროტესტის გაგზავნა ზელენსკისადმი, ხოლო უმე-ს იურიდიულ განყოფილებაში იუწყებოდნენ, რომ დაზარალებულ გაერთიანებას გააჩნია სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც მას თავისი უფლებების დაცვის საშუალებას აძლევს.