საეჭვოა,ამჟამინდელი ხელისუფლება უმე-ს მიმართ შეიცვალოს, - სახალხო დეპუტატი

11 September 2021 00:30
32
უმაღლესი რადის დეპუტატი ნიკოლაი სკორიკი. ფოტო: скриншот видео youtube-канала «Перший козацький». უმაღლესი რადის დეპუტატი ნიკოლაი სკორიკი. ფოტო: скриншот видео youtube-канала «Перший козацький».

ნიკოლაი სკორიკი თვლის, რომ უმრავლესობა უმაღლეს რადაში მხარს არ დაუჭერს «Мирян»-ს (ერისკაცების) კანონპროექტს, რომელიც დაიცავდა უმე-ს დისკრიმინაციისგან.

საეჭვოა, რომ ახლანდელი ხელისუფლების დროს გაუქმდეს პეტრე პოროშენკოს დროს მიღებული კანონები, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაციას უწყობენ ხელს, თქვა უმაღლესი რადის დეპუტატმა პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ნიკოლაი სკორიკმა «Перший  козацьки»-თან კომენტარში.

სახალხო დეპუტატის სიტყვებით, ის ვერ ხედავს რადაში უმე-ს დასაცავად ნომერ 5835 კანონპროექტის მიღების პერსპექტივებს, რომელიც მოამზადა სამოქალაქო მოძრაობამ «Миряне». „დღესდღეობით ლაპარაკი იმაზე, რომ მას (ნომერ 5835 კანონპროექტს, - რედ.) მიიღებენ - ამის არავითარი ოპტიმიზმი არ გამაჩნია, - თქვა ნიკოლაი სკორიკმა. - რამე კარდინალურ ცვლილებებზე ლაპარაკს ამ ხელისუფლების დროს ალბათ აზრი არ აქვს. ვფიქრობ, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ მის დროს ეს შეუძლებელია“

დეპუტატი აგრეთვე თვლის, რომ ახლა აუცილებელია ყურადღება  მიექცეს უმე-ზე თავდასხმებს და მის დასაცავად გამოსვლებს. „ერთმნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყურადღება უნდა მოვაქციოთ  უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიაზე ზეწოლას. ჩვენ უნდა დავიცვათ ის“, - თქვა სკორიკმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, «Мирян»-ს კანონპროექტი უმე-ს დასაცავად დაარეგისტრირეს უმაღლეს რადაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ