„კიბორგი“: ჯარში ერთმნიშვნელოვნად უნდა იყვნენ უმე-ს კაპელანები

10 September 2021 00:40
48
სერგეი ბელოშიცკი. ფოტო: news.church.ua სერგეი ბელოშიცკი. ფოტო: news.church.ua

დონეცკის აეროპორტის  ბრძოლების მონაწილე თვლის, რომ უმე-ის კაპელანების აკრძალვის მცდელობები სამხედრო მოსამსახურეების საკონსტიტუციო უფლებების დარღვევაა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების 92-ე ცალკეული სადესანტო საიერიშო ბატალიონის პირველი ასეულის  მეორე ოცეულის მეთაური, რომელიც 2014 წელს იბრძოდა დონეცკის აეროპორტში, „კიბორგი“ სერგეი ბილოშიცკი ემხრობა იმ აზრს, რომ უშძ სამხედრომოსამსახურეები სულიერ საზრდოს უნდა იღებდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კაპელანებისგან, ხოლო ამის აკრძალვას №4626 კანონპროექტის საშუალებით კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევს.

ის ყვებოდა, რომ რეგულარულად ესწრება ღვთისმსახურებებს უმე-ს ტაძარში ჟიტომირში და ხვდება იქ უშძ-ის მოქმედ სამხედრომოსამსახურეებს. „ბევრს ვხვდები, მოდიან ტაძარში ფორმებში, ჩვენი ეკლესიის მორწმუნეები არიან. ბევრს ვიცნობ და ვმეგობრობ კიდევაც. ამიტომ კაპელანობა ჩვენი ეკლესიის მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს“, - თქვა „კიბორგმა“.

ის აგრეთვე თვლის, რომ უმე-ს კაპელანების აკრძალვა უკრაინის კონსტიტუციის დარღვევაა, რომელიც ყველა მოქალაქისთვის რწმენის თავისუფლების გარანტიას იძლევა, მათ შორის სამხედრომოსამსახურეებისთვისაც. „თუ ჩვენს ეკლესიას ჯარში კრძალავენ, ხოლო სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს უშვებენ, მაშინ შეუცვალონ დასახელება სხვა ეკლესიებს და გადააკეთონ ისინი სახელმწიფო სტრუქტურებად  უშძ-ის შემადგენლობაში. სხვა შემთხვევაში ეს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაა. ყველას აქვს თავისი რწმენის უფლება“, - დაასკვნა ბელოშიცკიმ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, «Миряне»-მ (ერისკაცებმა) განმარტეს, რომ კანონპროექტი ნებას მისცემს უმე-ს სულიერი დახმარება გაუწიოს მის ერთგულებს ჯარში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ